მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


პირველად საქართველოში!!! საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია გამოიცემა
პირველად საქართველოში!!! საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია გამოიცემა
  
ავტორი: ელგუჯა მარღია, პიარ სააგენტო ?პროფილი? - ს დირექტორი

06 წლის 15 მაისი


საზოგადოებასთან ურთიერთობის თეორიასა და პრაქტიკას მთელს მსოფლიოში თითქმის ასი წლის ისტორია აქვს. არსებობს ასეულ ათასობით კომპანია, რომელთათვისაც PR პროექტებმა მოიტანა აბსოლუტურად რეალური და მნიშვნელოვანი რეზულტატი. საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიცია საქართველოშიც ფეხს იკიდებს და ყოველდღიურად საგრძნობი ხდება პიარის (ფიარის) როლი და მნიშვნელობა პოლიტიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, სოციალურ თუ ბიზნეს სფეროში. როგორც ცნობილი სპეციალისტები ელ და ლორა რაისები აღნიშნავენ, დადგა პიარის გაფურჩქვნის ხანა; ამ აზრს ემხრობა არაერთი გამოჩენილი პროფესიონალი... მათ შორის ცნობილი მარკეტოლოგი კლაუს ჰილგერსი. მიუხედავად ამისა, მაინც არაერთგვაროვანია მსოფლიო და მათ შორის ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ მეტად საინტერესო და შრომატევადი საქმიანობის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ,,პიარს?? მოიხსენიებენ მხოლოდ და მხოლოდ ცუდ კონტექსში, რაც ამ პროფესიაზე საფუძვლიანი ინფორმაციის უქონლობის ბრალია; ეს ფაქტი, ბუნებრივია, აჩენს უნდობლობას და იწვევს 21_ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიის დისკრედიტაციას. მართალია, საქართველოში პიარს ათი წლის ისტორია აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანაში არ იყო მისი განვითარებისათვის აუცილებელი და ხელსაყრელი პირობები; ესეც გახდა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ ძალიან მდორედ და არაეფექტურად წარმართულიყო საგანმანათლებლო და თეორიულ-პრაქტიკული საქმიანობა... ამგვარი დამოკიდებულების შედეგია ათი წლის მანძილზე გამოცემული ათიოდე წიგნი და ბროშურა, რაც ზღვაში წვეთია სხვა ქვეყნების რეალობასთან შედარებით... დღემდე გამოცემული ქართულენოვანი ლიტერატურა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია, მაგრამ ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და პიარით დაინტერესებული ფართო აუდიტორიის გაძლიერებულ მოთხოვნებს... ამ ფონზე არსებობს ერთადერთი პიარ ინტერნეტ პორტალი, რაც თავისთავად დიდი მონაპოვარია. ახლახან შესაძლებელი გახდა პიარ პრაქტიკოსების საქმიანი გაერთიანება და პირველი პიარ ინტერნეტ კონფერენციის ჩატარება, მის ბაზაზე კი- ჩამოყალიბდა ონლაინ PR ლუბი; ეს ფაქტი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სანამ საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტით სარგებლობა, მანამდე აუცილებელი და საშური საქმეა სრულფასოვანი სამაგიდო PR ენციკლოპედიის გამოცემა, სადაც თავმოყრილი იქნება მსოფლიო პიარის თვალსაჩინო გამოცდილება და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალები...ამ კუთხით არსებული სერიოზული ხარვეზის აღმოფხვრას ისახავს მიზნად საქართველოს სინამდვილეში პირველი ქართულენოვანი სამაგიდო პიარ ენციკლოპედიის გამოცემა. ენციკლოპედია დიდ დახმარებას გაუწევს ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებსა და სტუდენტებს, ასევე პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და პიარით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მიეცემა საშუალება, საფუძვლიანი წარმოდგენა იქონიოს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროფესიაზე.

ეს იქნება პირველი უნიკალური გამოცემა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული, რაც სერიოზული და თამამი განაცხადი იქნება მწირი ქართულენოვანი პიარ ლიტერატურის ფონზე. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს პიარის პოპულარიზაციას, მისი როლისა და ფუნქციის მკაფიო გამოკვეთას, ამ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსებისათვის დამხმარე სამაგიდო კრებულის არსებობას და რაც მთავარია, სტუდენტებისათვის სამაგალითო, ხელმისაწვდომი და გასაგები სასწავლო ლიტერატურის ქონას; სამაგიდო პიარ ენციკლოპედიის გამოცემა გამოიწვევს მასმედიისა და საზოგადოების მიზნობრივი სეგმენტის დაინტერესებას. ამოავსებს იმ ინფორმაციულ ვაკუუმს, რაც PR თან დაკავშირებით არსებობს... აღნიშნული ენციკლოპედია პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისათვის იქნება საინტერესო გზამკვლევი, რომ კიდევ ერთხელ გაიაზრონ რეპუტაციის, როგორც მატერიალურ აქტივზე უფრო ღირებული პროდუქტის მნიშვნელობა; რადგან რეპუტაცია დღეს - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სტაბილურად განვითარდეს ბიზნესი, პოლიტიკური თუ სხვა საქმე. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ, ვიცხოვროთ ღია, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ სხვის აზრს და ზრუნავენ საზოგადოების ჯანმრთელობაზე. PR ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საზოგადოება, სადაც რეპუტაციაზე ღირებული არაფერი იქნება; ქვეყანა, სადაც იარსებებს მარტო ცივილიზებული ,,ხავერდოვანი ომები??. ეს იქნება წიგნი, რომელიც გვასწავლის იმიჯისა და რეპუტაციის კომუნიკაციურ მართვას, რაც იოლად და თავისთავად არ მიიღწევა.

ქართული სამაგიდო PR ენციკლოპედიის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამოცემა პირველად ხორციელდება მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე საკმაოდ სოლიდური ტირაჟით. საზოგადოებასთან ურთიერთობით დაინტერესებულ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, ამ ერთი კრებულით მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე და დროის მცირე მონაკვეთში შესძლონ საკუთარი თავის საფუძვლიანი გათვითცნობიერება. პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები: სალომე ბერიძე, ქეთევან ოთარაშვილი, გიორგი სელიმაშვილი და ანა ცინცაძე. უნდა აღინიშნოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ თემურ ხუროძის წვლილი ენციკლოპედიის მომზადების პროცესში.

პროექტს ახორციელებს:
? საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო `პროფილი: (ხელმძღვანელები: მანანა გეგიძე და ელგუჯა მარღია)
? კოორდინატორი _ ლევან ლაფაჩიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,, PR კლუბის?? დამფუძნებელი

მოწვეული რედაქტორები არიან:
? მარიკა დარჩია, PR ექსპერტი
? რეზო სურგულაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
? ბერდია ნაცვლიშვილი, ქართული პიარ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ინტერნეტ პორტალის PRGUIDE.GE რედაქტორი
? თორნიკე გურული, მედიაკომუნიკაციის ექსპერტი






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.