მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
19.11.2007 - 20:53:23 ჯეპრა ახალ წელს რებრენდინგით შეხვდება

ჯეპრას ჯგუფში შემავალი კომპანიების ბრენდინგი და პროდუქტების რედიზაინინგი 2007 წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროცესი ჯეპრას რებრენდინგის შემადგენელი ნაწილია და კომპანიათა ჯგუფის სტრატეგიული განვითარების ახალ მიმართულებებს ასახავს.

"ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ქართული საკომუნიკაციო ბაზრის ლიდერები. ჯეპრას, როგორც ბიზნესის, ასევე ბრენდის განვითარების ვექტორი დასავლეთის წამყვანი კომპანიების პარალელურია. 2008 წელს ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს არაერთ ინოვაციას შევთავაზებთ – ეს იქნება მომსახურების ახალი სტანდარტების დამკვიდრება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიის რეგიონში”, - განაცხადა ჯეპრას აღმასრულებელმა დირექტორმა კახა მაღრაძემ.

ჯეპრას რებრენდინგი მოიცავდა კომპანიის ნაწილობრივ რეპოზიციონირებას, სტრუქტურის ცვლილებას, კომპანიის ლოგოტიპისა და პროდუქტების ლოგოების რედიზაინინგს, საფირმო და კორპორატიული სტილის ცვლილებას, მისიის განახლებას, პროდუქტების ხაზის დახვეწას და ხარისხის მართვის სტანდარტების შემოღებას. რებრენდინგის საერთო ბიუჯეტმა 70 ათას ლარს გადააჭარბა.

„რებრენდინგი - ჯეპრაში ბიზნეს-პროცესებისა და მართვის ფილოსოფიის გარკვეული ცვლილებების შედეგია. ბოლო წლებში მომხდარი შიდა ცვლილებები კომპანიას საშუალებას აძლევს სტრატეგიულად ახალ მიმართულებებზე გააკეთოს აქცენტი. კომპანიაში შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც საქართველოს პიარ და მარკეტინგის სფეროს აღიარებული და ავტორიტეტული პიროვნებები შევლენ. ჩამოყალიბდა სპეციალური საკომუნიკაციო პაკეტები საშუალო და მსხვილი კომპანიების მომსახურებისათვის, გაძლიერდა პიარ და მარკეტინგული აუდიტის მიმართულებაც. ჯეპრას რებრენდინგი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე არქეტიპული ბრენდინგის მეთოდიკით განხორციელდა“, - აცხადებს გიგა ხარებავა, ჯეპრას ბრენდ-მენეჯერი.





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.