მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
26.06.2006 - 17:21:59 2005 წლის პიარ პერსონისა და პიარ პროექტის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება

2006 წლის 25 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში? გაიმართება ?PR დღეების? ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიება დაიწყო ორი პიარ პროფესიული ვებ რესურსის პრეზენტაციით: ქართულენოვანი პიარ პროფესიული პორტალის www.prguide.ge ? ს შესახებ ისაუბრა ამ პროექტის ავტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა, ხოლო პიარ ტრეინინგ ცენტრის ვებ რესურსის შესახებ ისაუბრა ამავე ცენტრის დამფუძნებელმა ნიკა ჯავახიშვილმა. აქვე პიარ საკონსულტაციო კომპანია "პროფილმა" გააკეთა პირველი ქართულენოვანი პიარ სამაგიდო ენციკლოპედიის ანონსირება. ანუ, 2006 წლის სექტემბერში "პროფილის" ინიციატივით გამოიცემა პირველი მასშტაბური და ინფორმაციული პიარ ენციკლოპედია რომელიც განკუთვნილი იქნება არამხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ პიარ პრაქტიკოსებისათვის, ლექტორებისათვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვინც დაინტერესებულია პიარ პრაქტიკითა და პროფესიით.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა და მასპინძლებმა გადაინაცვლეს საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ბაღში, სადაც მოეწყო 2005 წლის პიარ პერსონის და პიარ პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოვება. 2005 წლის საუკეთესო პიარ პერსონის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბ-ნ კახა ლომაია. რადგან იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, პრიზი გადაეცა მის მოადგილეს, ქ-ნ ბელა წიფურიას, ხოლო 2005 წლის საუკეთესო პიარ პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო პრიზი გადაეცა შეფასებია და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ქ-ნ მაია მიმინოშვილს. გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდა ორგანიზატორების მიერ ჩაატარებული გამოკითხვის შედეგად. გამოიკითხა საქართველოში მომუშავე ასი პიარ სპეციალისტი.

ამავე საღამოს გაცხადდა საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნაციონალური ასოციაციის შექმნის იდეა, რაც იქვე მოწვეულ სტუმრებს შორის ხელმოწერებით დაფიქსირდა. ეს იყო ყველაზე მაშტაბური პიარ პროფესიუნალების შეკრება, სადაც სტუმრებს შორის იყვნენ, არამარტო პიარ პრაქტიკოსები, არამედ საქართველოში მომუშავე რეკლამის და მარკეტინგის სპეციალისტები,? სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები.





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.