მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


ევროპული იდენტურობის რებრენდინგი
ევროპული იდენტურობის რებრენდინგი
  

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კონსტიტუციის მიღება საფრანგეთისა და ნიდერლანდების რეფერენდუმებზე ჩავარდა. ევროპაში სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ მსხვილ პროექტებზე. ევროკონსტიტუცია, ერთობლივი საგარეო და თავდაცივითი პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივები ? ეს ის თემებია, რომლებიც პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ განიხილება საზოგადოებრივი აზრის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. ბრიუსელმა გადაიტანა ევროკავშირში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების თარიღი. სხვა ბალკანური სახელმწიფოების გაწევრიანების საკითხი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა. უფრო მეტიც, 1957 წელს ხელმოწერილი რომის ხელშეკრულების ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა მოხდება ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. არადა, სწორედ ამ დოკუმენტმა დაუდო სათავე ევროინტაგრაციას. ევროპაში ახლა მცირე პროექტების დრო დადგა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროკომისია, რომელიც დიდი უნდობლობით სარგებლობს რიგითი ევროპელების მხრიდან, გამოვიდა ახალი ინიციატივებით.

ფუნდამენტის გამოცვლა

ამ გაზაფუხლს ევროკავშირმა დაიქირავა ბრენდინგის წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის საიმონ ანჰოლტი ? ბრიტანელი კონსულტანტ-მარკეტოლოგი, რომელიც მუშაობდა ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა Microsoft, Unilever და Coca-Cola. სპეციალისტებს წაუყენეს ?ევრპული იდენტურობის? ბრენდის დაწინაურების ამოცანა. ამ საკითხის კომენტირებისას ევროკომისიის თანამშრომელმა როლფ ანერბერგმა აღნიშნა, რომ ?ევროკავშირი წარმოადგენს ბრენდს, რომელიც შედგება ოცდახუთი კონკურირებადი ნაციონალური ბრენდისაგან, რაც ქმნის გაურკვევლობას?. ევროკავშირის ბრენდინგის პრობლემებს შორის სპეციალისტები გამოყოფენ ინტეგრაციის ბაზისურ იდეას. ევროკავშირი იქმნებოდა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების გარანტად. ეს იდეა განსაკუთრებულად პოპულარული იყო ომისშემდგომ პეროიდში. დღევანდელი ახალგაზრდები კი ევროინტეგრაციისაგან პირველ რიგში ეკონომიკურ შედეგს ელიან. აქედან გამომდინარე ევროკავშირი საჭიროებს რებრენდინგს, რომელიც მიმართული იქნება ბრიუსელსა და 450 მილიონ ევროპელს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება ყველანაირი რესურსი: ეროვნული პარლამენტებისა და რეგიონული მედიის გააქტიურებიდან დაწყებული, ინტერნეტ-ჩატებით დამთავრებული. ამოქმედდა ევროკავშირის ?გლობალური ელჩების? ინსტიტუტი. ელჩებს შორის არიან კულტურისა და სპორტის ვარსკვლავები.

ამ კამპანიის ფარგლებში ევროკავშირმა თავისი ძალები ინტერნეტში მოსინჯა. 2006 წლის აპრილში ევროპელებს მიეცათ eu სუფიქსიანი დომენის შეძენის შესაძლებლობა. თავდაპირველად ამის უფლა მიეცათ მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციებს ? კომპანიებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და NGO-ებს. საერთოევროპულ ინტერნეტ-მარკეტინგში ჩაერთო 300 ათასი ორგანიზაცია. მალე ჯერი რიგით მოქალაქეებზეც მიდგა. ახალი მისამართების სარეგისტრაციო სააგენტომ Eurid -მა პირველივე კვირას მიიღო 1,5 მილიონი განაცხადი. განსაკუთრებული ინტერესი ევროპული ინტერნეტ მისამართის მიმართ გამოიჩინეს გერმანელებმა, ბრიტანელებმა და ჰოლანდიელებმა. Eurid -ის გათვლებით წლის ბოლომდე ევროპული მისამართის მფლობელთა რიცხვი 10 მილიონს გადააჭარბებს, რაც ევროკავშირის ბრენდის სიცოცხლისუნარიანობისა და პერსპექტიულობის მანიშნებელია.

ევროკომისიის ინიციატივები

ევროპელების ნდობის მოპოვების მიზნით ევროკავშირი რებრენდინგით, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლა. ასე, მაგალითად, ევროკომისიამ განაცხადა, რომ როუმინგის ტარიფები გაუმართლებლად მაღალია. მოქალაქეებს უწევთ საკმაოდ დიდი თანხების გაღება მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორაში გადავიდნენ. ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების კომისრის ვივიან რედინგის თქმით ევროკავშირის საბოლოო მიზანია როუმინგის გაუქმება წევრი სახელმწიფოების მასშტაბით. ამან ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორების უკმაყოფილება და ამავდროულად ტარიფების 15-20%-იანი შემცირება გამოიწვია.

ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგა ბუნებრივი აირით ევროპელთა უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ევროკომისია დიდი ხანია ცდილობს შექმნას გაზის ერთიანი ბაზარი, მაგრამ ნაციონალური მთავრობები აბრკოლებენ სხვა წევრი ქვეყნების კომპანიების მოქმედებას ამ სექტორში. ევროკომისიის წარმომადგენლის ჯონატან ჰოდის აზრით ?აღნიშნული მოვლენა ეწინააღმდეგება გაზისა და ელექტროენერგიის თავისუფალი საერთოევროპული ბაზრის იდეას, რის გამოც ზარალდებიან რიგითი ევროპელები?.

დაბოლოს, ევრობიუროკრატებმა გააძლიერეს ბრძოლა არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ. როგორც გაირკვა მიგრანტთა დიდი ნაწილი აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ მიემართება. კუნძულები ფორმალურად ესპანეთის, ანუ ევროკავშირის ტერიტორიას განეკუთვნება. კანარებიდან ხმელთაშუა ზღვის კუნძულების გავლით აფრიკელები ევროპის ქვეყნებში ხვდებიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში ფაქტობრივად არ მოქმედებს საპასპორტო კონტროლი. იმდენად, რამდენადაც არალეგალთა საკითხი ეხება მთელ ევროპას, მის გადაჭრას სწორედ ბრიუსელი შეუდგა. ევროკომისიამ გამოყო სახსრები სპეციალური რადარებისათვის, რომელთა მეშვეობითაც საზღვაო პატრულის მიერ დააკავებული მიგრანტები დაბრუნდებიან მაროკოსა და მავრიტანიაში საგანგებოდ შექმნილ ცენტრებში.

ამრიგად, არალეგალებთან ბრძოლით ევროკავშირი ცდილობს საკუთარი იმიჯის გამოსწორებას. ევროკომისიამ უნდა მოამზადოს ნიადაგი ახალი ?დიდი? ინტეგრაციული პროექტების განსახორციელებლად.

ინფორმაციის წყარო: www.advertology.ru, ავტორი: ალექსანდრე კოკშაროვი თარგმნა და მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE, 9 ივნისი, 2006 წელი







ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.