| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
08.07.2010 - 16:02:24
სოციალური მედია სკოლებში
2010 წლის მაისში, ამერიკული ორგანიზაცია PH International საქართველო, დაიწყო ახალიპროგრამის განხორცილება, რომლის მიზანია საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეთა შორის სოციალური მედიის საშუალებების გამოყენების უნარჩვევათა განვითარება მათი სამოქალაქო აქტიობის გაზრდაგაუმჯობესების მიზნით. ამ ახალ კომპონენტს ეწოდა სოციალური მედია სკოლებში პროგრამა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროგრამის შესახებ,ეწვიეთ პროგრამის ბლოგს: http://socialmediaatschool.wordpress.com.
20.09.2009 - 04:02:48
PR Hypermarket - ახალი ქართული ბლოგი პიარში
2009 წლის სექტემბერს, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი, სახელწოდებით PR Hypermarket http://prhypermarket.blogspot.com. ეს ბლოგი ეძღვნება ყველას ვინც დაინტერესებულია სტრატეგიული კომუნიკაციებით, პიარ პრაქტიკითა და თეორიით, მარკეტინგული და ინტერაქტიული კომუნიკაციებით, ახალი მედიითა და სოციალური ქსელებით. ეს ბლოგი ამ ყველაფერს ერთ ჭერქვეშ აერთიანებს. ბლოგებზე რამოდენიმე ავტორია დარეგისტრირებული, რომლებიც პერიოდულად დადებენ ინფორმაციებს, სტატიებს და მოსაზრებებს ყველა იმ საკითხებზე, რომელიც დააინტერესებს ყველას, ვინც ზოგადად დაინტერესებულია პიარ პრაქტიკითა და თეორიით. გარდა ამ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციისა, ყველას აქვს შესაძლებლობა დატოვონ გამოხმაურებები და ამით აქტიურად მიიღონ მონაწილოება უკუკავშირის პროცესში. ბლოგერების აზრით, ახალი მედიის განვითარების კვალდაკვალ, ეს ბლოგი საკუთარ წვლილს შეიტანს პიარ პრაქტიკის განვითარების საქმეში.
14.09.2009 - 15:56:18
სასერთიფიკატო კურსი ინტერნეტ ჟურნალისტიკაში
კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედია სკოლა გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს ინტერნეტ ჟურნალისტიკაში. სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვებ საიტების ელემენტების ანალიზი, უდიო და ვიდეო მონტაჟი ადვილად მისაწვდომი და უფასო კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, ინტერნეტის შესაძლებლობების (სოციალური ქსელები, ფორუმები, ელექტრონული ფოსტა დ ა.შ.) გამოყენება მასალის გავრცელებისა და მასალაზე გამოხმაურების მისაღებად და სხვა. კურს ნატა ამაღლობელი გაუძღვება. საბუთები უნდა წარმოადგინოთ კავკასიის მედიის სკოლაში 2009 წლის 23 სექტემბერამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. 77
04.09.2009 - 20:26:17
სასერთიფიკატო კურსი გაზეთის მენეჯმენტში (კავკასიის მედია სკოლა)
კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში: პრესის კონცეფციები, მართვა და გადაწყვეტილების მიღება, სტრატეგიული დაგეგმვა, ლიდერი და სამუშაო ძალა, მოტივაცია, ბაზრის შესწავლა, მარკეტინგი და კვლევა, ბიზნესგეგმა, გაზეთის შინაარსი, მედიაორგანიზაციის სტრუქტურა, შრომის ორგანიზება, შრომითი რესურსები და კომუნიკაცია. კურსს გაუძღვება ზვიად ქორიძე.
04.09.2009 - 20:20:57
სასერთიფიკატო კურსი პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა (კავკასიის მედია სკოლა)
სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგმვა 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მიზნების და ამოცანების იდენტიფიცირება 3. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და განხორციელება (სამოქმედო გეგმა) 4. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის რეალიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მონიტორინგი და შეფასება. კურსს გაუძღვება ელდარ პირმისაშვილი.
21.08.2009 - 19:29:10
მცირე საგრანტო კონკურსი ახალ მედიაში
ტრანზიშნს ონლაინი აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში მომუშავე ადამიანებისათვის. ახალი მედიის, ბლოგინგის, სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში ტრანზიშნს ონლაინი გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინზგე, პოდკასტებსა და სხვა ვებ აქტივობებზე ახალ მედიაში. პროექტის განაცხადის საფუძველზე ჩვენ დაახლოებით 2-3 პროექტს დავაფინანსებთ, რომელიც მინიმუმ სამი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი) უნდა შედგებოდეს, და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები და ბიუჯეტი. ტრანზიშნს ონლაინი პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს. გრანტის რაოდენობა არის მცირე. პროექტი უნდა გაუგზავნოთ თრანზიშნ ონლინის მენეჯერს კავკასიაში ემინ ჰუსეინზადეს ელექტრონული ფოსტაზე: huseynzadee@tol.org განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2009.
05.08.2009 - 16:21:17
ბრენდ ბანაკი ბაკურიანში
2009 წლის 30 აგვისტოდან10 სექტემბერამდე, ბაკურიანში, სასტუმრო იკისკიში ჩატარდება გაუთბილისის პიარ სკოლის ინტენსიური, ზაფხულის სასწავლო კურსი ბრენდის შექმნა 12 დღეში. კურსის მონაწილეები, რეალურ მაგალითზე დაყრდნობით შექმნიან ახალ ბრენდს, შეიმუშავებენ ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიას, მარკეტინგულ და სამოქმედო გეგმას. დამატებითი ინფორმაცია მიიღეთ ამ ბმულზე გადასვლით: http://www.prschool.ge/geo/smalldescr.php ან დარეკეთ: 988344; 995452; 550199
08.05.2009 - 23:50:32
კავკასიის მედია სკოლის სასერტიფიკატო კურსი: ”პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა”
კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედია სკოლა გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს: ”პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა”. სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში: საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგმვა; საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მიზნების და ამოცანების იდენტიფიცირება; საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და განხორციელება (სამოქმედო გეგმა); საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის რეალიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მონიტორინგი და შეფასება.კურსი მოიცავს 15 სამსაათიან შეხვედრას 8 კვირის განმავლობაში, 2009 ივნისსა და ივლისში. კურსს გაუძღვება ელდარ პირმისაშვილი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე
30.04.2009 - 16:19:29
მასტერკლასი ლონდონის პიარ-სკოლის დამფუძნებელისაგან
ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლის დამფუნებელი ჯონ დალტონი ქართველი მსმენელებისათვის ერთდღიან მასტერკლასს ჩაატარებს. თბილიში ვიზიტის ფარგლებში, ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლის დამფუძნებელი ჯონ დალტონი მსმენელებისათვის ერთდღიან მასტერ კლასს ჩაატარებს, თემაზე Leadership: a new perspective . მასტერ კლასი ჩატარდება 13 მაისს, თბილისში. კურსი განკუთვნილია როგორც მარკეტინგის, პიარის , ბრენდინგის სპეციალისტებისთვის, ასევე იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს გაეცნოს ლიდერობის, მენეჯმენტის და კომუნიკაციის სფერო. მსმენელები მასტერ კლასის დასრულებისთანავე მიიღებენ სერთიფიკატს ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლისგან. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|