| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
09.07.2008 - 19:00:14
მასტერკლასი “ბრენდი 21”
2008 წლის 24 ივნისს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში სასტუმრო „ჰაიატში“ ბრენდინგის გურუს ტომას გედის მასტერკლასი “ბრენდი 21” - ე გაიმართა. Mმას ეკურთვნის მსოფლიოში ცნონილი ბრენდების ავტორობა, მათ შორის NOKIA და მისი სლოგანი “CONNECTING PEOPLE”. ამ მასტერკლას საქართველოდან დაესწრო ოთხ კაციანი დელეგაცია, მათ შორის საკონსულტაციო ჯგუფ „პრიმა +“ - ის დირექტორი ნინო პერტენავა და „იბერიას“ მარკეტინგის მენეჯერი ანი ივანიშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ტომას გედმა წარმოადგინა სრულიად ახალი ხედვა ბრენდის ფორმირებისა ადამიანების ცნობიერებაში. საკონსულტაციო ჯგუფ „პრიმა +“ მომავალში გეგმავს ასეთივე დონის მსტერკლასის ორგანიზებას საქართველოში 2008 წლის შემოდგომზე. ინფორმაცია მოამზადა ელდარ პირმისაშვილმა
11.06.2008 - 16:55:54
მომენტუმ ჯორჯია და ევრო პარკი, სეზონის გახსნას ერთად აღნიშნავენ
ივენთ-მარკეტინგის სააგენტო “მომენტუმ ჯორჯია” 2008 წლის განმავლობაში ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით მოემსახურება “ევრო პარკს”. ახალი, 2008 წლის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 10 ივნისს “მომენტუმ ჯორჯიამ” ორგანიზაბა გაუწია პარკის სეზონის გახსნას, სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული შოუ-პროგრამით. გახნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საელჩოების, ბიზნეს-სექტორის, ქართული პოლიტიკისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა. წელს, გასართობი ცენტრი რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის აღსანიშნავია სააბონენტო სისტემის დანერგვა, რომელიც დამსვენებელს გაუადვილებს პარკთან ურთიერთობას.
30.05.2008 - 22:17:23
მასტერ-კლასი ბრენდინგში
24 ივნისს, ბაქოში, Nokia-ს ცნობილი სლოგანის "Connecting People" ავტორი, ბრენდინგის გურუ, თომას გედი (Thomas Gad) ერთდღიან მასტერ-კლასს ჩაატარებს ბაქოში. ღონისძიებას სასტუმრო Hyatt-ი უმასპინძლებს.
28.05.2008 - 19:42:03
ინფორმაცია ტრენინგების შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტი და იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს მიღებას ერთობლივ ტრენინგებზე - საზოგადოებასთან ურთიერთობები (PR) და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. ტრენინგები შედგება მინიმუმ 8 შეხვედრისაგან (სამ - სამი ასტრონომიული საათი) 24+24; სულ 48 ასტრონომიული საათი. 24 ასტრონომიული საათი გულისხმობს ინდივიდუალურ სამუშაოს - სახლში დაგეგმილი საკითხავი, ტესტი, დავალება, რიდერის გაცნობა. სულ 48 საათი სამი კვირის განმავლობაში. ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ტრენერები - ელდარ პირმისაშვილი; მაია ქავთარაშვილი; თორნიკე გურული; ბერდია ნაცვლიშვილი; ირინა დუმბაძე, თეონა ლომთაძე. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: კოსტავას ქ. 77, საქართველოს უნივერსიტეტი, 0179, საქართველო ტელ: (+995 32) 36 46 65 (შიდა 47); ოთახი 303 ელ-ფოსტა: n.kaladze@ug.edu.ge
04.05.2008 - 18:55:34
ბელორუსი კოლეგები საქართველოთი დაინტერესდნენ
ბელორუსიის საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტის მიწვევით, 10 აპრილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის საგენტო ,,პროფილის’’ (http://www.profile.com.ge/) დამფუძნებელი და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია, მომხსენებლის სტატუსით მიწვეული იყო მინსკში პროფესიონალთა მეექვსე კონფერენციაზე “PR – чтения 2008”. ამავე დროს, 15-26 აპრილის ჩათვლით, ელგუჯა მარღია ონლაინ - ფორმატში მონაწილეობას ღებულობდა ამავე ინსტიტუტის ერთ-ერთ პროექტში “PR в лицах”. ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ მისამართზე www.ipr.by
24.03.2008 - 15:18:27
ტრენინგი თემაზე: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი HRM
”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” გთავაზობთ ტრენინგს თემაზე : ადამიანური რესურსების მენეჯმენტი HRM ტრენინგი დაიწყება 31 მარტს და გაგრძელდება 14 აპრილამდე. ტრენინგი 24 აკადემიურ საათს მოიცავს, რაც 12 საათიან სალექციო დროს და 12 საათიან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. თემატიკა: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი; HRM ფუნქციები, მიზნები და ამოცანები; HRM და მოტივაცია; პერსონალის მართვის სტრატეგია და პრინციპი; ადამიანის ფსიქოლოგია, NLP; გასაუბრება, შერჩევა, ტესტირება; კორპორატიული კულტურა, შიდა PR; შეფასება/ტესტირება/პრეზენტაციები ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები. ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.youthnet.ge დედლაინი: 29 მარტი
24.03.2008 - 15:14:24
ტრენინგი თემაზე : PR და ეფექტური კომუნიკაციები
”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” გთავაზობთ ტრენინგს თემაზე: PR - საზოგადოებასთან ურთიერთობები და ეფექტური კომუნიკაციებიტრენინგი დაიწყება 31 მარტს და გაგრძელდება 14 აპრილის ჩათვლით. ტრენინგი 24 ასტრონომიულ საათს მოიცავს, რაც გულისხმობს 12 საათიან სალექციო დროს და 12 საათიან ინდივიდუალურ მუშაობას. თემატიკა: კომუნიკაციების მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია; საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) ძირითადი პრინციპები; PR სტრატეგია, PR მენეჯმენტი; PR და იმიჯმეიკინგი (იმიჯის შექმნა); მედიასთან ურთიერთობა (მედია ანონსი, პრესრელიზი, პრესკიტი, წლიური ანგარიში, პრეზენტაცია, პრესკონფერენცია); PR კამპანიები, პრომო აქციები; PR და ბრენდინგი (ბრენდის შექმნა); შეფასება/ტესტირება/პრეზენტაციება; და სხვა ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები. ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.youthnet.ge დედლაინი: 29 მარტი
16.02.2008 - 22:25:49
მედია კონკურსი თემაზე “პიარის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
”ჯეპრა” და გაუ - თბილისის პიარ სკოლა, საქართველოში პიარის პოპულარიზაციის მიზნით აცხადებს მედია - კონკურსს, რომელიც გამოავლენს პიარის თემაზე მომზადებულ საუკეთესო მედია პროდუქციას (სტატია, სიუჟეტი, ნიუსი და სხვა). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 აპრილამდე ”ჯეპრაში” უნდა წარმოადგინონ მედია საშუალებაში გამოქვეყნებული საკუთარი ნამუშევრის ასლი მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@prschool.ge კონკურსში გამარჯვებული ორი ჟურნალისტი უფასოდ ისწავლის გაუ - თბილისი პიარ სკოლის აპრილის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების 3 თვიან სასწავლო კურსზე. გაუ - თბილისის პიარ სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 2007 წლის აპრილიდან. სკოლის დამფუძნებლები არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ”ჯეპრა” და მაია ძირკველიშვილი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ”ჯეპრა” - პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები, მის: თბილისი, გრიბოედოვის 12, ტელ/ფაქსი: 995452, 988344, www.prschool.ge
23.01.2008 - 04:18:41
ტრენინგი თემაზე:MBA - ბიზნეს ადმინისტრირება
”იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” გთავაზობთ ტრენინგს თემაზე : MBA - ბიზნეს ადმინისტრირება - მასტერკლასი ტრენინგის ღირებულება: $ 347 ეკვივალენტი ლარებში ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები, მათ შორის კემბრიჯის MBA კურსდამთავრებულები. დარეკეთ : 93 13 77 , 8 (93) 34 04 03, 8 (93) 31 16 35 ან გვეწვიეთ ოფისში შემდეგ მისამართზე: სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|