| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
31.03.2009 - 14:59:07
კომპანია "გუდვილმა" მედიის წარმომადგენლებს ”გუდვილში” დანერგილი HACCP-ისა და ISO სტანდარტების საკითხები გააცნო
19 მარტს კომპანია "გუდვილმა" ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” მედია ტური და პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების მიზანი მედიისათვის კომპანიის მიერ საქართველოში პირველად საცალო გაყიდვებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პრეცენდენტის გაცნობა და "გუდვილში" დანერგილი ISO სტანდარტების საკითხების გაშუქება იყო. ღონისძიება 12:00 საათზე, "გუდვილის" პიცერიაში სტუმრობით გაიხსნა, სადაც დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ცნობილ ფრანგ კონდიტერებს, გაეცნოთ და დაეგემოვნებინათ მათ მიერ საოცარი ოსტატობით მომზადებული ორიგინალური პროდუქტები. ღონისძიების მთავარი ნაწილი - პრესკონფერენცია - 12:30 საათზე "გუდვილის" საკონფერენციო დარბაზში შედგა. კონფერენციაზე ”გუდვილის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს კომპანია "გუდვილის" მიერ დანერგილი სტანდარტების როგორც მენეჯმენტის (ISO), ისე უშუალოდ პროდუქციის (HACCP) ხარისხის კონტროლის საკითხებში.
17.02.2009 - 22:21:48
“ბიზნეს ტრენინგების ასოციაცია”
“ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის” საქმიანობას წარმოადგენს ნებისმიერი დაინტერესებული პირის გადამზადება მის მიერ არჩეული პროფესიის მიხედვით. ეს გულისხმობს მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების ჩატარებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას. ტრენინგ ცენტრში მხოლოდ ის ისწავლება, რაც შემდგომში პრაქტიკაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტრენინგ ცენტრი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კორპორატიულ კლიენტებს. მიმდინარეობს განაცხადების მიღება შემდეგ ტრენინგებზე: საბანკო საქმე; მარკეტინგი; საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი); ადამიანური რესურსების მართვა (ეიჩარი); ბიზნესის ადმინისტრირება; ბუღალტერია; სადაზღვევო სამართალი და პრაქტიკა; ოფის მენეჯმენტი “ბიზნეს ტრენინგების ასოციაცია” თბილისი, ფალიაშვილის 55ა ტელ: (+995 32) 91 62 00 მობ: (+995 90) 91 62 00 ელ-ფოსტა: info@treningebi.ge www.treningebi.ge
12.01.2009 - 19:10:20
"ფაბლისითი ჯგუფი"ახალი სტრატეგიითა და მომსახურებებით წარსდგა ქართულ ბაზარზე
2009 წლიდან, ქართულ ბაზარზე განახლებული მომსახურებებითა და სტრუქტურით მუშაობას იწყებს ”ფაბლისითი ჯგუფი” და მასში შემავალი ყველა სააგენტო, რომლებიც დაბალი ფასებითა და მოქნილი, უნიკალური სისტემით იზრუნებენ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირებისა და კომუნიკაციური მართვის პროცესებზე. “ფაბლისითი ჯგუფის” სტრატეგიულ ხედვას საფუძვლად უდევს ახალი პიარ ტექნოლოგიების, ინოვაციური საკომუნიკაციო პროდუქტებისა და პიარის, როგორც 21-ე საუკუნის პრაქტიკისა და თეორიის გააზრება. კომპანია და მასში შემავალი სააგენტოები ინტეგრირებულად იყენებს, როგორც კარგად აპრობირებულ კლასიკურ პიარ ტექნოლოგიებს, ისე საერთაშორისო სტანდარტების დონის თანამედროვე ონლაინ ინსტრუმენტებს. დღეისათვის „ფაბლისითი ჯგუფი“ ხუთი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე: PRHYPERMARKET, PUBLICITY.GE, REGIONS.GE, POLLING.GE, და PRGUIDE.GE. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: http://www.publicitygroup.ge
26.11.2008 - 15:36:46
London School of PR and Branding-ის თბილისის ოფისი პროფესიული განვითარების სადიპლომო კურსის ახალ ჯგუფთან იწყებს მუშაობას
სადიპლომო კურს წარუძღვებიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე London School of PR and Branding-ის სათაო ოფისის დამფუძნებელი და ხელმძვანელი, ჯონ დალტონი, რომელიც სპეციალურად ლონდონის პიარის და ბრენდინგის სკოლის ქართველი მსმენელებისათვის მასტერ-კლასს გამართავს. კურსის მსვლელობისას, მსმენელები, მსოფლიოში დანერგილი უახლესი მეთოდოლოგიით შეისწავლიან მარკეტინგის, ბრენდინგის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, რისკის მართვის, სპონსორობის, მედიასთან ურთიერთობის, ივენთ მენეჯმენტის თუ შიდა კომუნიკაციების საკითხებს. თბილისის ოფისის მიერ დაგეგმილი პროფესიული განვითარების სადიპლომო კურსი 25 ნოემბერს დაიწყება და მასში მონაწილეობას იღებენ საჯარო თუ კერძო სექტორში მოღვაწე წამყვანი კომპანიის მენეჯერები. პროფესიული კურსი სამ თვეს გასტანს, რის შემდეგაც, მსმენელებს ჩაუტარდებათ გამოცდა, რომელიც London School of PR and Branding-ის სათაო ოფისში გაიგზავნება და გამოცდების შეფასების მიხედვით, მსმენელები მიიღებენ გლობალური აკრედიტაციის მქონე პროფესიულ დიპლომს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.pr-school-london.com, www.lspr.ge, info@lspr.ge; 899 18 55 00
21.11.2008 - 19:01:04
სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა
კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედიის სკოლა გიწვევთ სასწავლებლად სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაში (SSM), რომელიც 2008-2009 აკადემიურ წელს სამ სპეციალობას გთავაზობთ: ჟურნალისტიკას; მედია მენეჯმენტს; სტრატეგიულ კომუნიკაციას. მიმდინარე საგაზაფხულო მიღება ბოლოა სამაგისტრო პროგრამებისათვის გაერთიანებული ეროვნული გამოცდების ძალაში შესვლამდე 2009 წლის სექტემბრიდან. საგაზაფხულო სემესტრში სწავლის მსურველთა საბუთებს ვიღებთ 2008 წლის 16 დეკემბრამდე. მოქნილი სასწავლო გრაფიკი შესაძლებლობას გაძლევთ ერთმანეთს შეუთავსოთ სწავლა და მუშაობა. სწავლების საფასურის გადახდის მოქნილი სქემა პროგრამას ფინანსურად ხელმისაწვდომს ხდის – სტუდენტი იხდის მხოლოდ იმ საგნის ღირებულებას, რომელზეც მოცემულ სემესტრში დარეგისტრირდა. პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილს განათლება მიღებული აქვს აშშ-ში ან ევროპაში და აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. იხილეთ განაცხადის სრული ტექსტი
11.11.2008 - 14:00:50
”ბი ბი სი”-ს საერთაშორისო სამსახურის სასწავლო პროგრამა
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=23997
28.10.2008 - 14:32:49
კომპანია „პროსერვისის" მომსახურების ახალი პაკეტი - „იქირავე ვებ-გვერდი"
კომპანია „პროსერვისი" ქართულ ინტერნეტ ბაზარზე საქმიანობას 2003 წლიდან ეწევა. ამ ხნის განმავლობაში მან შექმნა ვებ-გვერდები, საინფორმაციო პორტალები და ინტერნეტ-მაღაზიები ონლაინ გადახდის სისტემებით საქართველოში მოქმედი ისეთი წამყვანი კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურისათვის, როგორებიცაა: პე-ეს-პე, ნიკორა, აირზენა, მაგისტილი, „ჯეორჯიან თაიმსი", ბიზნეს სააგენტო „ჯიბისი ნიუსი", საინფორმაციო სააგენტო „ჯიეიჩენი", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ორგანიზაცია ბილიკი, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საჯარო რეესტრი და სხვა. დღემდე „პროსერვისი" ვებ-გვერდების დამზადების საფასურის გადახდას ერთიანად ითვალისწინებდა. ვინაიდან ზემოაღნიშნული გადახდის სისტემა არ არის საკმარისად მოქნილი შედარებით მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიზიკურ პირთათვის, რომელთათვისაც თანხის ერთიანად გადახდა შეიძლება ფინანსურ დაბრკოლებად იქცეს, კომპანიამ ჩამოაყალიბა მომსახურების ახალი პაკეტი - „იქირავე ვებ-გვერდი": პროექტი ისეა ორგანიზებული, რომ კლინეტის მოვალეობაში მხოლოდ ვებ-გვერდის განახლება შევა. ეს იმდენად მარტივი პროცესია, რომ ყველას, ვისაც კომპიუტერის საოფისე პროგრამებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება აქვს უპრობლემოდ შეძლებს საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლებას, სურათების ატვირთვას და მის მართვას, ხოლო ყველა სხვა სახის მომსახურებაზე (დომენის რეგისტრაცია, ჰოსტინგი, ვებ-გვერდის ტექნიკური და შეუფერხებელი მომსახურება) „პროსერვისის" ტექ. პერსონალი იზრუნებს. საიტის "ქირაობა" მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლებზე უკეთესად მორგებული და ბევრად უფრო შეღავათიანი ფორმა გახდება. კომპანიის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ეს ნაბიჯი ნებისმიერი სიდიდის ორგანიზაციას მისცემს საშუალებას ჰქონდეს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტში, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ბაზარზე პოზიციების განმტკიცება და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის წარმართვა, ინტერნეტ-მაღაზია კი საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ პიროვნებას და ორგანიზაციას ყოველთვიური ქირის გადახდის პირობებში აამუშავოს საკუთარი მაღაზია მოქმნილი ონლაინ გადახდის სისტემებით და ამით დამატებითი შემოსავლები მიიღოს. მთლიანობაში კი ამ პროდუქტის დანერგვა კომპანიის ადმინისტრაციის პროგნოზებით ხელს შეუწყობს ბიზნესის უფრო აქტიურ განვითარებას.
02.10.2008 - 17:30:39
საერთო საქმის მარკეტინგი* გაყიდვებს ზრდის
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: http://www.adweek.com/
09.09.2008 - 18:19:04
ტრენინგები PR-სა და HRM-ში
იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია გთავაზობთ 3 კვირიან ტრენინგებს საზოადოებასთან ურთიერთობებში და ადამიანური რესურსების მართვაში. ტრენინგის ღირებულებაა: 240 ევრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|