| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
18.05.2006 - 20:45:19
კოკა?კოლა ყიდულობს გერმანულ ბრენდს Apollinaris-ს
სააგენტო France Press -ის ინფორმაციით კოკა?კოლა-მ გამოხატა გერმანული მინერალური წყლის Apollinaris -ის შეძენის სურვილი. გარიგების ფინანსური მხარე ჯერ ცნობილი არ არის. Apollinaris -ის მართვა გადაეცემა კოკა?კოლას შვილობილ კომპანიას. 150 წლის წინ დაარსებული Apollinaris -ი შედის კომპანია Orangina -ს ჯგუფში, რომელშიც გაერთიანებულია ცნობილი ბრენდები Schweppes, Orangina, Dr Pepper, Rose's. ყოველწლიურად იწარმოება 195 მილიონი ლიტრი Apollinaris -ი, რაც კოკა?კოლა დეუჩლანდის საერთო გაყიდვების 6%-ს შეადგენს. ინფორმაციის წყარო: www.advertology.ru
18.05.2006 - 20:30:11
სტუდენტური PR პროექტი: ?შენ შეგიძლია დაეხმარო...?
2006 წლის 21 მაისს, კვირას, 11 სთ - დან 19 სთ - მდე, ერეკლე მეორის ქუჩაზე გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა სახელწოდებით ?შენ შეგიძლია დაეხმარო...?. შემოსული თანხა მოხმარდება ავლაბრის უპატრონო ბავშვთა სახლს. აქციის მიზანია საზოგადოება დაინტერესდეს უპატრონო ბავშვთა სახლებში არსებული პრობლემებით და მიიღოს მონაწილეობა მათ დახმარებაში. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სახეები. პროექტის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობათა კოორდინაციის პირველი კურსის სტუდენტები ნუცა კოტეტიშვილი, თათია ლომთაძე, ნანა სულაძე, ლიკა მიქაძე და ზურაბ ლომინაძე. პროექტის სპონსორები არიან: ?კოკა-კოლა?; ?კონიკა? და სარეკლამო კომპანია ?N-JOY?. აქცია ხორციელდება საპატრიარქოს კურთხევით. ინფორმაცია მოამზადეს: ნინი ქერქაძემ, თამუნა ვაქიაშვილმა, ნინო გოჯიაშვილმა.
16.05.2006 - 00:05:01
კიევში ჩატარდა პიარ ტექნოლოგიების ფესტივალი
2006 წლის 28 - 30 აპრილს კიევში ჩატარდა პიარ ტექნოლოგიების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი სადაც 150 - ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა რუსეთიდან, უკრაინიდან და ლატვიიდან. ფესტივალის პირველი ეტაპი მიეძღვნა საერთაშორისო კონკურსს ? ვერცხლის თოლიას?, კერძოდ, მოცემულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს. ფესტივალის მეორე დღე გახსნა? პიარ სააგენტო ?C&C Group? -ის დირექტორმა ანდრეი კაშპურმა. მან წარმოადგინა მოხსენება-სპექტაკლი თემაზე ?თანამშრომლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა ანტიკრიზისული ღონისძიებების ორგანიზების დროს?. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე გამართეს დისკუსია თემაზე ?სჭირდება თუ არა უკრაინულ პიარს სტანდარტები?? პიარ სპეციალისტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ექვსი სექციის შემუშავებაში, რომლებიც ეძღვნებოდა ჭორების მართვას, მესიჯების ფორმირებას NLP?ის მეშვეობით, რეპუტაციის ღირებულების განსაზღვრას, რეკლამისა და პიარის ურთიერთქმედებას, იმიჯის მართვასა და ფორმირებას და ა.შ. ფესტივალის მესამე დღე მიეძღვნა ფორუმ ? კონფერენციას ?პოლიტიკური პიარი უკრაინაში?. სიტყვით გამოვიდა ?საზოგადოებრივი ურთიერთობების უკრაინული ლიგის? ვიცე-პრეზიდენტი და იულია ტიმოშენკოს მრჩეველი ოლეგ მედვედევი.
12.05.2006 - 21:46:59
კონკურს ?PRემია ? 2005?- ის შედეგების შეჯამება
მინსკში, 2006 წლის 28 აპრილს, ჩატარდა კონფერენცია? ?PR სწავლება ? 2006: თანამედროვე PR სისტემის პრაქტიკა ბიზნეს ? კომუნიკაციაში?, რომლის ფარგლებში გაიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში ეროვნული კონკურსის ?PRემია ? 2005?-ის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვება. კონკურსი ჩატარდა ბელორუსიის საზოგადოებასთან ურთიერთობების ასოციაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ. ორგანიზატორების თქმით, იგი მიმართულია ბელორისიაში პიარის პოპულარიზაციისა და მისდამი საზოგადოებრივი სტატუსის მინიჭებისაკენ, ასევე პიარ სფეროში ლიდერების განსაზღვრისა და პიარ მომსახურეობაში დაინტერესებული სპეციალისტების გაერთიანებისაკენ. ნომინაციის ლაურეატები გახდნენ: წლის საუკეთესო პიარ პერსონა ? მომღერალი ქსენია სიტნიკი; წლის საუკეთესო პიარ სპეციალისტი კომპანია ?БелКП ? ПРЕСС? ? ის პიარ მენეჯერი ინა ხოდასევიჩა; წლის საუკეთესო პიარ პროექტი ? მუსიკალური რადიო პრემია ?ოქროს ყური?, ?ალფა რადიო?; საუკეთესო პრეს სამსახური ? ბელორუსიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის ინფორმაციის დეპარტამენტი და საუკეთესო სტუდენტური სამუშაო ? ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტი: ?კომუნიკაციური არხებისა და დადებითი საინფორმაციო ველის შექმნა?. ინფორმაციის წყარო: www.sovetnik.ru
08.05.2006 - 14:01:21
პიარ კვირეული ლონდონში. თემა: ?საზოგადოებრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. დღევანდელი რეალობები და ხვალინდელი შესაძლებლობები?
ლონდონში, პირველად ტარდება საერთაშორისო სპეციალიზირებული შეხვედრა, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისა და ევროპის პიარ საზოგადოების ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ პიარ პროფესიულ ასოციაციებს, საკომუნიკაციო სააგენტოების მაღალი რანგის მენეჯერებს და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებების ხელმძღვანელებს. ისინი განიხილავენ ბაზრების განვითარების პირობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. საერთაშორისო კვირეულის ჩატარების იდეა დაიბადა იმ სურვილით რომ გაფართოვდეს უკვე არსებული ტრადიციული კონტაქტები, მოხდეს იმ პროფესიონალების, პიარ სპეციალისტების და მსხვილი კომერციული კომპანიების წარმადგენლების გაცნობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიარ მომსახურებების განვითარებისთ მზარდ, და სწრაფად განვითარებად ქვეყნებში. ღონისძიება London PR Week ჩატარდება 2006 წლის 18-24 ივნისს, ლონდონის ბიზნეს ცენტრში ? Cafe Royal?. პიარ კვირეული ლონდონში შედგება შემდეგი ღონისძიებებისაგან: საერთაშორისო კონფერენცია London PR Week ?პიარი სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. დღევანდელი რეალობები და ხვალინდელი შესაძლებლობები?; სემინარები და მასტერ კლასები; მრგვალი მაგიდები და დისკუსიები პიარ აქტუალურ თემებზე; პროფესიული კავშირების დამყარების მიზნით ორგანიზებული შეხვედრები; მიღებები, VIP ღონისძიებები და შემაჯამებელი პრესკონფერენცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად London PR Week ? ის შესახებ ეწვიეთ კვირეულის ინტერნეტ გვერდს: www.londonprweek.com ინფორმაციის წყარო: http://www.raso.ru
05.05.2006 - 16:16:09
მოსკოვმა თავისი იმიჯის გაუმჯობესება PR-ის სპეციალისტებს მიანდო
კრემლი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხების ღრმა ცოდნით, პირველად იღებს დახმარებას უცხოელი PR - კონსულტანტებისაგან, რაც აიხსნება ?დიდი რვიანის? (G8) თავმჯდომარეობის პერიოდში რუსეთის იმიჯის გაუმჯობესების სურვილით.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააფორმა მრავალმილიონიანი კონტრაქტი ამერიკულ კომპანია Ketchum - თან, რომელიც შეიმუშევებს რეკომენდაციებს დასავლურ მასმედიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. კონტრაქტით გათვალისწინებულ 12 თვიან პერიოდს დაემთხვევა ივლისში დაგეგმილი G8 - ის სამიტი სანკტ - პეტერბურგში. კრემლი შეემატა Ketchum - ის კლინტთა სიას, რომელშიც შედიან IBM, Kodak, FedEx და დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. სამუშაოს შესრულებას კოორდინაციას გაუწევენ Ketchum - ის ვაშინგტონის ოფისი და ბრუსელში დარეგისტრირებული კომპანია GPlus Europe, რომელიც დაარსებულია ევროკომისიის ორი ყოფილი პრესმდივნის ? პიტერ გილფორდისა და ნაიჯელ გარდნერის მიერ. მათ დაუსახეს სრულიად უპრეცედენტო მიზანი: G8- ში რუსეთის როლის აღიარების უზრუნველყოფა პუტინის მმართველობის პერიოდში დემოკრატიის დამარცხებისა და ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ფაქტების ფონზე. G8- ში რუსეთის თავმჯდომარეობაზე უარყოფითად აისახა კონფლიქტი უკრაინასა და ?გაზპრომს? შორის ბუნებრივი აირის საფასურზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. სენატორმა ჯონ მაკკეინმა მკაცრად გააკრიტიკა პუტინი ავტორიტარული ტენდენციების გამო და ჯორჯ ბუშს პეტერბურგის სამიტის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა. პუტინის პრესმდივნის მოადგილის დიმიტრი პესკოვის განმარტებით კი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი კრემლის არაერთი მაღალჩინოსნის Ketchum - თან თანამშრომლობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად. ინფორმაციის წყარო: ?Financial Times?, ავტორი: ნილ ბაკლი
22.04.2006 - 20:30:16
სტუდენტური PR პროექტი: ?მაჩუქე ღიმილი?
27 აპრილს, 13 სთ-ზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის თემაზე მოკლე ვიდეო-ფილმების ჩვენება და დებატები. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივი ინტეგრაცია. ეს ბავშვები და ახალგაზრდები გამოირჩევიან მრავალმხრივი ნიჭით: წერენ ლექსებს, მღერიან, ცეკვავენ, ხატავენ, გულმოდგინედ ეუფლებიან ცოდნას, მაგრამ ისინი იზოლირებულნი არიან საზოგადოებისგან. იმყოფებიან სპეციალურ ინსტიტუციურ დაწესებულებებში ან მშობლები ერიდებიან მათ გამოჩენას საზოგადოებაში. პროექტი ?მაჩუქე ღიმილი? დაიწყო 24 მარტს, მასში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ღონისძიება უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის, ხოლო 27 აპრილს ჩატარდება დასკვნითი ღონისძიება. პროექტის ავტორები არიან თსუ.-ს საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის მეორე კურსის სტუდენტები: ქეთევან არველაძე და ელენე ჯავახიშვილი. ინფორმაცია გაავრცელეს: ნინო გოჯიაშვილმა; ნინი ქერქაძემ და თამუნა ვაქიაშვილმა.?????
21.04.2006 - 19:22:04
პირველად საქართველოში გენდერული კვირეული აღინიშნა
გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ინიციატივით 2006 წლის 1 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით პირველად საქართველოში აღინიშნა გენდერული კვირეული. ეს იყო ყველაზე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია გენდერული საკითხების პოპულარიზების კუთხით საქართველიოში. მთელი კვირის განმავლობაში გენდერული კვირეულის ფარგლებში მოეწყო მრავალი სპეციალური ღონისძიება და განხორციელდა სხვადასხვა მედია პროექტი, მათ შორის: საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი; ერთ თვიანი ყოველკვირეული რადიო გადაცემათა ციკლი რადიოსადგურ მწვანე ტალღაზე; ხელოვნების ნიმუშების ნახატების გამოფენა სახელწოდებით ?გენდერი და ხელოვნება? ხელოვნების მუზეუმში; თანამედროვე ხელოვნების კლუბთან პარტნიორობით, გალერეა ?TMS? - ში ორ დღიანი ვიდეო-ფოტო ინსტალაცია სახელწოდებით ?ერთი წუთი საკმარისია, რომ დაინახო მთელი სამყარო ?. ეს იყო ოთხი ვიდეო ინსტალაციისა და თანამედროვე ფოტო ნამუშევრების გამოფენა გენდერულ თემატიკაზე; საჯარო ლექცია თემაზე ?გენდერულ თანასწორობა, სახელმწიფო და საზოგადოება?, რომელიც გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა. გარდა ამ ღონისძიებებისა ქ. თბილისის ცენტრალურ უბნებში გადაჭიმული იყო სხვადასხვა სარეკლამო ხასიათის ბანერები, გენდერული თანასწორობის პოპულარიზების მიზნით ქალაქის სარეკლამო ეკრანებზე ტრიალებდა სპეციალურად შექმნილი კლიპი და მთელი მარტის თვის მანძილზე საზოგადოებრივი ტელევიზიის საშუალებით გადაიცემოდა გენდერული თანასწორობის იდეის სოციალური რეკლამა.
21.04.2006 - 19:21:13
გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი ? გენდერული კვირეულის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი
გენდერული კვირეულის ფარგლებში მოეწყო საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამავდროულად არის პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე დააჯილდოვა ის სამი ბიზნეს კომპანია და ერთი სამინისტრო, რომლებსაც ჰქონდათ საუკეთესო გენდერული ბალანსი ყველა სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან მიმართებაში. გამარჯვებულებს სპეციალურად დამზადებული პრიზები გადასცეს გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა. ამ კონკრეტული ღონისძიების მიზანი იყო საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე კერძო კომპანიების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოების სტიმულირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში. საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების გამოსავლენად, 2006 წლის იანვარ - თებერვლის თვეში, ?გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში? პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა ბიზნეს სექტორში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმართველობაში. სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|