| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
15.12.2007 - 02:52:49
“ქართული ბრენდის დღე 2007”
19 დეკემბერს, 19 საათზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილი” წარმოგიდგენთ რიგით მეხუთე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს. ღონისძიება 2007 წლის საგამოფენო ცენტრ ,,Expo Georgia’’-ში გაიმართება. პროექტში ,,ქართული ბრენდის დღე’’ მონაწილეობენ ქართული ლიდერი კომპანიები; ასევე წარმატებული ახალი ქართული ბრენდები. ,,პროფილი კვლევის’’ მიერ გამოვლენილია გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში: ლიდერი; რეპუტაცია და ნდობა; წარმატებული ქართული ბრენდი; წარმატებული სატელევიზიო შოუ პროექტი; წარმატებული სარეკლამო რგოლი. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებას, პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდების და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; პროექტის პარტნიორები: ,,MD soft”, ,,Georgian Jurnal”, სტუდია ,,ბარსა”, ,,სარეკლამო ჯგუფი” საინფორმაციო მხარდამჭერები:
14.12.2007 - 16:57:31
ჯეპრა გლობალ კომპაქტის წევრი გახდა კომპანია
"ჯეპრა” გაეროს გლობალ კომპაქტის წევრი გახდა. ამ ორგანიზაციის წევრობა კომპანიას დამატებით ავალდებულებს ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც მან გლობალური შეთანხმების 10 ძირითადი პრინციპის განხორციელების სფეროში მიაღწია. "ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანთა უფლებების დარღვევის თანამონაწილე და მხარს უნდა უჭერდეს და პატივს სცემდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ადამიანის უფლებებს, გაერთიანების თავისუფლებასა და კოლექტიურ შრომათა შეთანხმების უფლების აღიარებას, ყველა ფორმის იძულებითი და სავალდებულო შრომის აღმოფხვრას, ბავშვის შრომის რეალურ გაუქმებას, დასაქმებასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, გარემოს მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას, ამასთან ვალდებულია პროპაგანდა გაუწიოს გარემოს დაცვის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას და ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებას, რომელიც არ აზიანებს გარემოს, ბიზნესი ვალდებულია იბრძოდეს კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის მიმართ", – ეს ის ძირითადი 10 პრინციპია, რომელიც აუცილებელია განახორციელოს გლობალური შეთანხმების წევრმა კომპანიებმა თავისი საქმინობის სფეროში.
05.12.2007 - 22:34:12
მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში
6 დეკემბერს, 16 საათზე, - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტის" (მისამართი: ქ. თბილსი, რუსთაველის გამზირი #13) "მეფე მირიანის” დარბაზში გამართავს გზამკვლევის პრეზენტაციას "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში". შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა სამინისტროს, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები. "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში" გზამკვლევი დიდ დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ბიუჯეტის სწორად დაგეგმვასა და აღსრულებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფინანსების ლეგიტიმურ და რაციონალურ განკარგვას. გზამკვლევი "მუნიციპალური ფინანსების მართვა საქართველოში" მომზადდა “ადგილობრივი თვითმართველობის განვი-თარების” პროექტის ფარგლებში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით.
03.12.2007 - 16:16:26
”ჯეპრას” ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი ISO 9001:2000 მიენიჭა
"ჯეპრას” ხარისხის მართვის სერტიფიცირება გერმანულმა კომპანია TUV SUD-მა განახორციელა, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები 2007 წლის იანვრიდან დაიწყო. "დღეს მსოფლიოში ამ ხარისხის სტანდარტით 800 ათასზე მეტი ორგანიზაციაა სერტიფიცირებული, რაც ხელს უწყობს მათ საერთაშორისო აღიარებას. პარტნიორის შერჩევისას, მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორის წამყვანი კომპანიები ბიზნეს-ურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს ISO 9001:2000 სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც აისახება მის კონკრეტულ უპირატესობაში. ჩვენ ერთადერთი კომპანია ვიქნებით საქართველოში, რომელსაც ამ ხარისხის დამამტკიცებელი საბუთი ექნება პიარის, ბრენდინგისა და ივენთ-მენეჯმენტის სფეროში” - ამბობს კომპანიის ხარისხის მენეჯერი ელენე ოქრომჭედლიშვილი. მას მიაჩნია, რომ ეს აღიარება უზრუნველყოფს კომპანიის განვითარებას, ბაზარზე ცნობადობისა და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას. ხარისხის მენეჯმენეტის სისტემა ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე. ჯეპრას მიზანია გაუწიოს მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება, მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და პარტნიორი ორგანიზაციების ქსელი მას საშუალებას აძლევს შესთავაზოს კლიენტებს მომსახურების სრული სპექტრი.
29.11.2007 - 16:52:17
გაუ–თბილისის პიარ სკოლა აცხადებს სტუდენტურ კონკურსს
გაუ–თბილისის პიარ სკოლა აცხადებს სტუდენტურ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონკურსის თემაა "საქართველოში ინტერნეტ სფეროს განვითარების პიარ სტრატეგია". ნაშრომებს შეაფასებენ პიარ სკოლის კურსდამთავრებულები, ხოლო გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ისწავლოს 2008 წლის იანვრის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე www.prschool.ge
26.11.2007 - 18:14:04
ტრენინგი თემაზე ”პიარი და ეფექტური კომუნიკაციები”
„იმიჯმეიკერთა საერთაშორისო ასოციაცია” იწყებს ორ კვირიან ტრენინგს ”პიარი და ეფექტური კომუნიკაციები”. კურსი ითვალისწინებს ისეთ საკითხებში დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა: კომუნიკაციების მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია; საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) ძირითადი პრინციპები; PR სტრატეგია, PR მენეჯმენტი, PR და იმიჯმეიკინგი, PR და ბრენდინგი. ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, დისკზე ჩაწერილ პრეზენტაციებს, სახელმძღვანელოებს, ტესტებს, სავარჯიშო მასალებს და კოფიბრეიქს. ტრეინინგი მსვლელობა გულიხმობს ინტერაქტიულ მუშაობას: პავარპოინტის პრეზენტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები და ვიდეო ჩვენებები. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკათი და დანართი სადაც მითითებული იქნება საგნების და სათების დასახელება და რაოდენობა. ტრენინგის ღირებულებაა: 240 $ ეკვივალენტი ლარებში. ტრენინგს ჩატარებენ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალი ტრენერები. ტრენერების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.youthnet.ge
22.11.2007 - 17:57:42
ახალი ჟურნალი - Georgian Business Today
დეკემბრის დასაწყისში საზოგადოება იხილავს ახალ ჟურნალს Georgian Business Today, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიზნესის აქტუალური თემების განხილვა, სიახლეების გაცნობა, წამყვანი ბიზნესმენების მოსაზრებების გაზიარება, სხვადასვა ქვეყნებში განხორციელებული ანალოგიების მოძიება და დამწყები ბიზნესმენებისათვის პრაქტიკული რჩევების შეთავაზება. როგორია ქართული ბიზნესი დღეს? ოპტიმალური პასუხი ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს ბიზნესგარემოში სწორი ორიენტირის განსაზღვრაში დაეხმარება. Georgian Business Today გაძლევთ შესაძლებლობას საუკეთესო რაკურსით წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია. ჟურნალი Georgian Business Today მომზადდა "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" მიერ, "საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის"(CIPE) მხარდაჭერით.
19.11.2007 - 19:53:23
ჯეპრა ახალ წელს რებრენდინგით შეხვდება
ჯეპრას ჯგუფში შემავალი კომპანიების ბრენდინგი და პროდუქტების რედიზაინინგი 2007 წლის ბოლოსთვის დასრულდება. აღნიშნული პროცესი ჯეპრას რებრენდინგის შემადგენელი ნაწილია და კომპანიათა ჯგუფის სტრატეგიული განვითარების ახალ მიმართულებებს ასახავს.
29.10.2007 - 14:53:41
სიკეთის ერთი წვეთი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ იწყებს კიდევ ერთი ახალი პროექტის განხორციელებას, რომელსაც ანალოგი არა აქვს საქართველოში. მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით ვერ არეგულირებს მეცენატობასა და ქველმოქმედებას, რაც ზოგადად აფერხებს კომპანიების სოციალური ვალდებულებების სტიმულირებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებენ ბიზნესმენები, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანები და კომპანიები. პროექტის მისიაც, სწორედ მადლიერების გამოხატვაა ყველა იმ ფონდისადმი, ბიზნესმენებისადმი, ადამიანებისა და კომპანიებისადმი, ვისაც გაცნობიერებული აქვს თავიანთი საქმიანობისა და მოღვაწეობის ღვთიური დანიშნულება, ვისაც კარგად ესმის, რომ მის მიერ გაღებული ,,სიკეთის ერთი წვეთიც’’ მრავალი უსახლკარო, უპოვარი, დავრდომილი, ავადმყოფი და უდედმამო თანამოქალაქის, სოციალურად დაუცველი ფენის გადარჩენას ემსახურება. პროექტი ითვალისწინებს ყველა იმ ფონდის, ბიზნესმენის, კომპანიისა და ადამიანის წარმოჩენას, ვისი საქმიანობაც ორიენტირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე, კერძოდ, მეცენატობასა და ქველმოქმედებაზე. ეს იქნება საიმფორმაციო-ვიზუალური ხასიათის სამენოვანი (ქართული-რუსული-ინგლისური) გამოცემა-კატალოგი, რომელიც ყოველწლიურად განახლდება. დაგეგმილია ამ პროექტის პრეზენტაცია საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითა და ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|