| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
22.10.2007 - 18:00:57
“რაშენ ემბარგო” ქართული ნაციონალური ბრენდი ხდება
ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP” კომპანია “რაშენ ემბარგოს” საზეიმოდ გადასცა კახური ყურძნის სპირტზე დამზადებულ საკონიაკე მასალა. აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია შედგა 18 ოქტომბერს, ფოლკლორის თეატრ “ნაბადში”. “პსპ”-ში მიაჩნიათ , რომ საქართველოსთვის გამოცხადებულმა ეკონომიკურმა ბლოკადამ შესანიშნავ ტრადიციას და საქმეს დაუდო საფუძველი. რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ბლოკადის შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიამ “PSP”-მ კახეთში 2006 წელს 100 ტონა, 2007 წელს კი – 150 ტონა ყურძენი შეიძინა. შეძენილი ყურძნით მომზადდება კონიაკი საელწოდებით “რაშენ ემბარგო”. 12 წლიანი დაძველების შემდეგ პრემიუმ ბრენდის კონიაკი “რაშენ ემბარგო “ აუცილებლად გაიყიდება რუსათის ბაზარზე და რუს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გემო გაუსინჯოს რუსული ემბარგოს. ინფორმაციის წყარო: www.publicity.ge
18.10.2007 - 19:04:40
"პროფილი" გაფართოვდა
ოთხთვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ ახალ, ფეშენებელურ საკუთარ ოფისში გადავიდა. შექმნილი მყუდრო გარემო იძლევა იმის საშუალებას, უფრო წარმატებული და ეფექტური გახდეს სააგენტოს საქმიანობა. შესაბამისად შეიცვალა მისამართი: წინამძღვრიშვილის ქ.107, 1-ლი სადარბაზო, მე-3 სართული, # 24
24.09.2007 - 20:39:44
PUBLICITY.GE - პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო
საქართველოში ახალი პიარ სააგენტო დაფუძნდა. ეს გახლავთ PUBLICITY.GE - პრესრელიზების და კორპორაციული სიახლეების გავრცელების სააგენტო, რომელიც, ერთი მხრივ, გამოდის უნიკალური ბიზნეს წინადადებით საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს მასმედიასთან ცივილიზებული და მაღალპროფესიონალური ურთიერთობების დამყარების წარმატებულ პრეცენდენტს. საქართველოში არსებობს ბიზნეს კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც უჭირთ თავიანთი საკომუკიკაციო პოლიტიკის წარმოება. მათი სიახლეები რჩება მედიის ყურადღების მიღმა. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული PUBLICITY.GE-ს სერვისები. სააგენტო დღეისათვის ფლობს ჟურნალისტთა ყველაზე სრულყოფილ და განახლებულ მონაცემთა ბაზას. სააგენტოს მომსახურების დამსახურებაა, რომ ჟურნალისტები ოფისებიდან გაუსვლელად, უფასოდ და რეგულარულად იღებენ პრესრელიზებს, მედია ანონსებს, ინფორმაციას დაგეგმილი პრესტურების შესახებ. გარდა მედიისა, სააგენტოს სიახლეებს იღებენ საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიები, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამთავრობო სტრუქტურების მაღალი რანგის მენეჯერები. ხელმოწერის გაკეთება სააგენტოს საიხლეებზე ძალიან მარტივია, უბრალოდ გადადით შემდეგ ბმულზე: http://publicity.ge/index.php?m=5 დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ კომპანიის ვებ.გვერდს: www.publicity.ge
16.07.2007 - 17:26:28
ტრეინინგი - ”თანამედროვე PR ტექნოლოგიებში, PR კომუნიკაციებში და ბითიელში”
“საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” იწყებს ხუთდღიანი ტრეინინგის ორგანიზებას ”თანამედროვე პიარ ტექნოლოგიებში, პიარ კომუნიკაციებში და ბითიელში”. კურსი ინტერნსიურია და ითვალისწინებს ისეთ საკიტხებში დეტალური ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა: პერფორმანსი, სპინდოქტორი, მოარული ხმების თავისებურება და სხვა; თანამედროვე მასკომუნიკაციისა და პიარის გადაკვეთის წერტილების – პრესრელიზის შედგენის, პრეს-კიტის აწყობის, პრესკონფერენციებისა და ივენთების სპეციფიკის შესწავლა; იმიჯი – ხატწერის თანამედროვე ტექნოლოგია; იმიჯის ფსიქოლოგია; ჩემი სასურველი _ იმიჯი, ანუ მე იმიჯმეიკერის როლში. ლოიალურობის პროგრამები; “ცრუ” მომხმარებელი; სემპლინგი და დეგუსტაცია; საჩუქარი შენაძენისთვის; კონკურსები, გათამაშებები და ლატარეა; კონსულტაციები სავაჭრო წერტილებში; არამისამართული: ფლაერების და ბუკლეტების გავრცელება; სავაჭრო წერტილების აუდიტი; ტელე და მობილური მარკეტინგი და სხვა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: ეკა თანდილაშვილს, ტელ: (895) 717855; სოლოლაკი, გერგეთის ქ. #3 (ასახვევი ჭონქაძის 10 ა-დან) “ბიზნესმენთა ფედერაციის” ოფისი, I სართული, ყოველდღე 13სთ-დან 18სთ-მდე.
08.07.2007 - 15:04:59
პირველი საერთაშორისო მედია ფორუმი
2007 წლის 29-31 ივნის ყირგიზეთში გაიმართა პირველი საერთაშორისო მედია ფორუმი “დემოკრატიული პროცესები პოსტსაბჭოურ სივრცეში: სიტყვა და საქმე”. ღონისძიების ორგანიზატორი – რუსეთის საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო რია ნოვოსტი და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ინფორმაციის კომიტეტი იყო. ფორუმის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტოლოგებმა, პიარ სპეციალისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდენ მალხაზ გულაშვილი, მედია ჰოლდინგ ჯორჯიან თაიმსის პრეზიდენტი და მაია ქავთარაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტ-კონსულტანტი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. ფორუმზე განხილული იქნა საკითხები, რომელიც უკავშირდება დემოკრატიული სისტემების ჩამოყალიბას და მათი მდგრადობის უზრუნველყოფას. .ფორუმის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი მიიპყრო მაია ქავთარაშვილის მოხსენებამ ”სიგეტიკის ახალი ტექნიკა თუ კრავთა დუმილი”.
13.05.2007 - 23:10:01
საზაფხულო PR კურსები უკრაინაში
PR კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების და ცოდნის მისაღებად, პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად, დაინტერესებულ პირებს, უკრაინის PR სკოლა გთავაზობთ საზაფხულო კურსებს, რომელიც მოიცავს რამოდენიმე თემას (სურვილის მიხედვით). სწავლების ხანგრძლიობაა ერთი თვე. ლექციებს წაიკითხავენ უკრაინის წამყვანი PR სპეციალისტები. სტუდენტებს გარდა თეორიული კურსისა საშუალება ეძლევათ გაიარონ პრაქტიკა. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები. დაინტერესების შემთხვევაში დაწვილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მისამართზე: anidvalishvili@hotmail.com
16.04.2007 - 15:18:27
თბილისი პიარ სკოლაში სწავლა დაიწყო
11 აპრილს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში “თბილისის პიარ სკოლამ” ფუნქციონირება დაიწყო. ინტენსიურ სწავლების კურსს, რომელიც მოიცავს თანამედროვე მარკეტინგულ კომუნიკაციებს პრაქტიკოსი პიარ მენეჯერები სამი თვის განმავლობაში გაივლიან. ანალოგიური სწავლების კურსი სტუდენტებისთვის და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის 21 აპრილს დაიწყება.
23.03.2007 - 19:58:32
გიწვევთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედიის პრეზენტაციაზე
გაცნობებთ, რომ 2007 წლის 4 აპრილს, 3 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედიის’’ პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი კომპანიების ხელმძღვანელები, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მენეჯერები, მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტები, პიარ ექსპერტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარლამენტარები, ფრაქციების ხელმძღვანელები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები. მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ.7, მე-3 კორპუსი, 1 სართული. საკონტაქტო პირი: პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა მარღია; ტელ: 94-36-03; მობ: 899-18-80-93
02.03.2007 - 17:07:43
გაიგე მეტი, ვიდრე იცი
პირველად საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილმა'' გამოსცა ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია''. მასში თავმოყრილია ის უმნიშვნელოვანესი მასალები, რაც საფუძვლიან ცოდნას მისცემს PR-ით დაინტერესებულ მკითხველებს. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიების მენეჯერებს, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებს; ასევე ჟურნალისტებს, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალობის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. გამოცემის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „მოდული“ სპონსორები: ფარმაცევტული კომპანია „PSP“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“. მხარდამჭერები: ქართული პიარ პროფესიული პორტალი PRGUIDE.GE, კონფერენცია საქმიანი ადამიანებისათვის CONFERENCE.GE, საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და კომპანია MDSOFT. თქვენ დღეიდან გეძლევათ შესაძლებლობა, დაგვიკავშირდეთ და შეუკვეთოთ ,,საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია'', რაც უდავოდ კარგი შენაძენი იქნება. შეკვეთები მიიღება საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილში'', მისამართზე: თბილისი, კლდიაშვილის ქ.2, ტელეფონი: 943603, ან 893 516599. საკონტაქტო პირი: მარიკა გეგიძე. სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|