| მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
![]() |
ძირითადი მენიუ
ძიება საიტზე PRGUIDE.GE
საიტის სპონსორები
რეგისტრაცია
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
სიახლენი
28.02.2007 - 18:39:47
თბილისის PR სკოლაში on-line რეგისტრაცია წარმოებს
აპრილიდან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის PR სკოლა, რომელიც გთავაზობთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სრულ კურსს და მოიცავს შემდეგ დარგებს: მარკეტინგი (ზოგადი კურსი) და მარკეტინგული კვლევები, ეფექტური კომუნიკაცია, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, პიარი, რეკლამა, მედია-დაგეგმვა, ბრენდ მენეჯმენტი, ბითიელ რეკლამა, ივენთ-მენეჯმენტი, მედია-მენეჯმენტი. თბილისის PR სკოლაში სწავლის მსურველთა on-line რეგისტრაცია www.prschool.ge - ზე წარმოებს.
27.02.2007 - 15:44:05
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ ხელმძღვანელები უკრაინაში მიემგზავრებიან
,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’ (www.prschool.kiev.ua) მიწვევით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის” (www.profile.com.ge) დამფუძნებლები, გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია უკრაინაში მიემგზავრებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 20-22 აპრილს დაგეგმილ VI - საერთაშორისო PR ფესტივალში.
27.02.2007 - 15:42:41
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილისა’’ და თურქეთის სარეკლამო კომპანია ,, e-line’’-ს ხელმძღვანელთა შეხვედრა 2007 წლის მარტის ბოლოს შედგება
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ (www.profile.com.ge) და თურქეთის (ქ.სტამბული) ცნობილი სარეკლამო კომპანია ,, e-line’’ (www.e-linereklam.com) პარტნიორობისათვის ემზადებიან. თურქული კომპანიის დაინტერესება ქართული ბაზრით განაპირობა იმ მეგობრულმა ურთიერთობებმა, რაც ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა. მოხდა გაცნობითი ხასიათის ინფორმაციის გაცვლა, რის შემდეგ გადაწყდა, რომ ,, e-line’’ - სა და ,,პროფილის’’ ხელმძღვანელები 2007 წლის მარტის ბოლოს ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან.
23.02.2007 - 18:13:49
საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრი (GITC) საქმიანობას მარტიდან დაიწყებს
,,საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა'' (www.guss.edu.ge) და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილს” (www.profile.com.ge) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ამ ორი კერძო ორგანიზაციის ბაზაზე ფუძნდება და 2007 წლის მარტიდან საქმიანობას შეუდგება ,,საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრი''. პირველი საგანმანათლებლო პროექტის მიხედვით დაგეგმილია ,,კიევის PR ტექნოლოგიების სკოლის’’დირექტორის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის, დოცენტ ანდრეი როტოვსკის უნიკალური, 5 დღიანი ექსპრეს-კურსის ჩატარება ,,PR ოსტატობის ძირითად საფუძვლებში''. ,,საქართველოს ინტეგრირებული ტექნოლოგიების ცენტრის'' (GITC) საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება უცხოეთის პროფესიონალ და აღიარებულ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული და საქართველოსთვის ახალი, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
07.02.2007 - 13:34:32
თბილისის PR სკოლა საქმიანობას აპრილიდან დაიწყებს
დღეს არსებული მოკლევადიანი სემინარებისა და ტრენინგებისგან განსხვავებით, თბილისის PR -სკოლა ორიენტირებულია სწავლების საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე. სწავლების ასეთი მოდელი გათვლილია პიარ მენეჯერებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში ღრმა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებით. თბილისის პიარ სკოლის დამფუძნებლები არიან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა” და საქართველოს წამყვანი პიარ სპეციალისტები. ჯეპრას ბიზნესის განვითარების მენეჯერის სოსო გალუმაშვილის განცხადებით, თბილისის პიარ სკოლის უმთავრესი მიზანია, ბიზნეს კომპანიებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებში მოღვაწე პიარ მენეჯერები მოამზადოს პრაქტიკულ საქმიანობაში საჭირო მარკეტინგული კომუნიკაციის თითქმის ყველა სფეროში და აღჭურვოს ისინი აუცილებელი უნარ-ჩვევებით. `თბილისის პიარ სკოლა ორ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი. პირველ ჯგუფში ორგანიზაციებში დასაქმებული პიარ მენეჯერები შედიან, ხოლო მეორე ჯგუფში პიარის შესწავლით დაინტერესებული საზოგადოება. პიარის სპეციალისტების მწვავე დეფიციტის გამო, პიარ მენეჯერის თანამდებობაზე საქმიანობას იწყებენ სხვა სფეროების წარმომადგენლები ან ახალბედები, რომლებსაც საწყის ეტაპზე არც პრაქტიკული და არც თეორიული გამოცდილება გააჩნიათ. პრაქტიკოსი პიარისტების გამოცდილების გაზიარება და თეორიული ცოდნის მიღება მათ პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება. სასწავლო კურსის ლექციებს წაიკითხავენ პიარისა და მარკეტინგის ცალკეული სფეროს აღიარებული და გამოცდილი ქართველი სპეციალისტები, რადგან ყველაზე კარგად ქართულ სინამდვილეს და პრობლემებს სწორედ ეს პროფესიონალები იცნობენ, - განაცხადა სოსო გალუმაშვილმა. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებული იქნება და გაუს სასწავლო ბაზაზე მაღალპროფესიული პიარ სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდება. “თბილისის პიარ სკოლის საქმიანობა, პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსის გამოცხადებითა და განხორციელებით შემოიფარგლება. შემდეგ ეტაპზე, დაგეგმილია ფაკულტატიური კურსის შემოღება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. სასწავლო კურსი 12 კვირას მოიცავს. მსმენელებს საშუალება ექნებათ კურსის ღირებულება სტუდენტური კრედიტით, ანუ განვადებით გადაიხადონ. კომპანიებისა და ორგანიზაციების პიარ მენეჯერები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, ხოლო სხვა მსმენელებისათვის ჩატარდება ტესტირება,” - განაცხადა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა.
07.02.2007 - 13:09:32
“ჯეპრამ” პარტნიორი უკვე აზერბაიჯანშიც შეიძინა
5 თებერვალს, საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ და აზერბაიჯანულმა პიარ კომპანია “Marker”-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეების ექსკლუზიურ თანამშრომლობას საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში, ქართული და აზერბაიჯანული საკონსულტაციო კომპანიები ერთმანეთს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას, ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, განახორციელებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას კლიენტის უკეთესი მომსახურებისათვის როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში.
02.02.2007 - 19:30:08
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილში’’ სანკტ-პეტერბურგელი სტუდენტი პრაქტიკას გაივლის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ალინა მიგინეიშვილი 2 თვიან პრაქტიკას გაივლის. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ალინას წერილის საფუძველზე, რომელიც ,,პროფილის’’ სახელზეა გამოგზავნილი.
02.02.2007 - 19:28:12
ბელორუსიის პირველი პროფესიული PR ინტერნეტ პორტალი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’ პარტნიორები გახდნენ
24.01.2007 - 16:41:00
უკრაინის პიარ პორტალი ქართული ბაზრით დაინტერესდა
უკრაინის პოპულარული პიარ პორტალი www.publicity.kiev.ua ჯეპრასთან თანამშრომლობას იწყებს. საქართველოში განხორციელებული პიარ პროექტების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე თავის ვებ-გვერდზე განათავსებს და მიაწვდის 1000-ზე მეტ ხელმომწერს. უკრაინული პიარ პორტალის მომხმარებლები არიან პიარ მენეჯერები, მარკეტოლოგები, ჟურნალისტები, წამყვანი გაზეთები, საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები. უკრაინის გარდა, ჯეპრა თანამშრომლობს პიარის საინფორმაციო პორტალთან რუსეთში - www.sovetnik.ru უკვე 2 წელია საქართველოს პიარ მოვლენების შესახებ ინფორმაციას ჯეპრასთან პარტნიორობის შედეგად იღებს. სიახლეთა კატეგორიები | ახალი ამბების კალენდარი
განცხადებები
რეკლამა
ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება მთვლელი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|