მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


დარგის ფემინიზაცია
დარგის ფემინიზაცია
  
თებერვლის თვეში საინტერესო კვლევის შედეგებს წავაწყდი გაზეთ "Financial" - ში, უფრო სწორედ, სტატიის სათაურმა PRs of Largest Georgian Companies მიიპრყო ჩემი ყურადღება. ამ სათაურის ქვეშ ვკითხულობთ, რომ 30 ქართველი ჟურნალისტის გამოკითხვის შედეგად დასახელდა პიარ მენეჯერების ტოპ ჩამონათვალი, როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში. სურათი ძალიან საინტერესოა. სულ ჟურნალისტებმა დაასახელეს 25 პიარ პრაქტიკოსი, შედეგი: ყველა ქალბატონი და არცერთი მამაკაცი. ზოგადად, ის, რომ ქალები საქართველოში უფრო მეტია პიარ პრაქტიკით დაკავებული ვიდრე მამაკაცები ვიცოდი; ასევე ვიცი, რომ პიარ პროფესიაზე მოთხოვნა საქართველოში უფრო ქალბატონების სასარგებლოდაა. მაგალითად, ბოლო ორი წლის პირად მაგალითს თუ მოვიყვან, ჩემი სტუდენტების საერთო რაოდენობიდან (სულ 80, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე, ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში) მხოლოდ 4 - ია მამაკაცი, დანარჩენი 76 ქალბატონია. მაგრამ ასეთ შედეგს - მაინც არ ველოდი, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ყველა ნომინირებული კანდიდატის მიმართ. ვფიქრობდი, რომ ერთი ჩვენებური მაინც გამოერეოდა ამ სიას (ჩვენებურში მამაკაცს ვგულისხმობ).

ამ სტატისტიკამ კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ პიარ პრაქტიკის ფემინიზცია რეალური ტენდენციაა, არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, ამ დარგში, გენდერული თანასწორობის მიღწევაც კი გაძნელდება, და ის მუდამ, დარღვეული იქნება ქალბატონების სასარგებლოდ. ეს პროფესია და პრაქტიკა საქართველოში ახალია, ის მაქსიმუმ 15 წლის ისტორიას ითვლის და რათქმაუნდა ამ პროფესიის ჩამოყალიბებას ჩვენთან არ გაუვლია ყველა ის საფეხური, რაც მან მაგალითად აშშ-ში გაიარა (აშშ, ამ პროფესიის და პრაქტიკის სამშობლოდ ითვლება) და ამ დარგის ჩამოყალიბების პერიოდში საქართველოში, თავიდანვე დომინანტები ქალბატონები იყვნენ და არიან დღესაც. თუმცა სურათი აშშ სხვაგვარი იყო. მაშინ, ამ დარგის პრაქტიკოსებს შორის, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ 21 საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში პიარ პრაქტიკით 71 % ქალბატონი იქნებოდა დაკავებული. თუ უწინ, ამ დარგის ჩამოყალიბების სათავეებთან აშშ-ში მხოლოდ მამაკაცები იდგნენ თითქმის 100% - ით (რომლებმაც შექმნეს ეს პროფესია და იყვნენ პირველი პიარ პრაქტიკოსები), ამჟამად მათი რიცხვი 30 % - მდე შემცირდა. აშშ-ში, ქალბატონების რიცხვის ზრდა პიარ პრაქტიკაში ასე გამოიყურება: 1979 წელს ქალბატონების რიცხვმა 41% შეადგინა, 1983 წელს 50,1 % (უკვე უმეტესობაში წავიდა, თუმცა ამ პერიოდში ყველაზე თანაბრად იყო დაცული გენდერული თანასწორობა), 1993 წლისთვის ეს რიცხვი 67% - მდე ადის, ხოლო 2000 წლისათვის 70 % - ია. აშშ-ში, საუნივერსიტეტო სწავლებაზე მოთხოვნის მხრივაც ქალბატონები დომინირებენ (ისევე როგორც საქართველოში). გარდა იმისა, რომ გასულ საუკუნეში, თითქმის მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დაკავებული პიარ პრაქტიკით, ისინი, ასევე დომინირებდნენ პროფესიული ლიტერატურის შექმნაში და დღესაც, ყველაზე მნიშვნელოვანი პიარ სახელმძღვანელოები, რომლებითაც ისწავლება უნივერსიტეტებში მათ ავტორებად მხოლოდ მამაკაცები გვევლინებიან.

არის ერთი საინტერესო ნიუანსი, რაზეც მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო. აშშ-ში, ანაზღაურების მხრივ, ქალები საგრძნობლად ჩამორჩებიან მამაკაცებს და მათი ხელფასი, უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების. ბოლო პერიოდში წარმოებული პიარ პრაქტიკოსების ხელფასის კვლევის შედეგების თანახმად მამაკაცის ყოველწლიური საშუალო ხელფასია $ 105,450, ხოლო ქალის $ 70,800. გარდა ამისა, თუ მამაკაცის მუშაობის გამოცდილება 5 წელზე მეტია, მისი ხელფასი $ 125,000 - მდე ადის, მაშინ, როდესაც იგივე წლების მუშაობის გამოცდილების ქალის ხელფასი $ 85,470 - ს შეადგენს. დავა, დღემდე მიდის თუ რატომ არის სხვაობა მამაკაცის და ქალის ხელფას შორის, რომლის დროს იკვეთება ორი ახსნა:

1) მამაკაცების უმრავლესობას უკავია მმართველი პოზიციები და ისინი არიან ორგანიზაციების დირექტორთა საბჭოს წევრები, რომლებიც მუდმივ რჩევებს აძლევენ მენეჯმენტს და წარმოადგენენ სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტებს, ვიდრე ტექტნიკური დონის სპეციალისტებს (ამ ტენდენციის მიხედვით, მამაკაცები უფრო სტრატეგიული პროგრამების შექმნითა და მართვით არიან დაკავებულები, ქალბატონები კი ამ პროგრამის კარგი შემსრულებლები არიან ტექნიკური თვალსაზრისით, მაგალითად: მედიასთან ურთიერთობა, პრესრელიზების მომზადება და გავრცელება, ა.შ). ლიბერალური შეხედულების ფემინისტები ოპტიმისტურად უყურებენ ამ ტენდენციას და ამბობენ, რომ ქალებისთვის, პიარ პრაქტიკა კვლავ ახალ პროფესიად რჩება და დროთა განმავლობაში ისინიც დაწინაურდებიან მაღალ, გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე, რომლების უმეტესობაზეც ამ ეტაპზე მამაკაცები იმყოფებიან.

2) რადიკალური ფემინისტური შეხედულებების თანახმად, მხოლოდ ქალების დაწინაურება გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე საკმარისი არ არის და აუცილებელია გენდერული დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრა (ამ ახსნას, მე არ ვემხრობი და პირველი ახსნა უფრო ლოგიკურად მეჩვენება).

მოკლედ, ვფიქრობ ძალიან გამიგრძელდა, აქ დავასრულებ და ამ ძირითადად სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის შესაძლებლობას თქვენ მოგანდობთ კომენტარების სექციაში აქტიურობით.






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.