მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაცია (IPRA)
საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაცია (IPRA)
  International Public Relations Association
ეს პროფესიული ქცევის კოდექსი მიღებულია 1961 წლის მაისში ვენეციაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე და წარმოადგენს სავალდებულოს ყველა ასოციაციის წევრისათვის.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაციის პროფესიული ქცევის კოდექსი

ა) პირადი და პროფესიული პატიოსნება
პირადი პატიოსნება გულისხმობს მაღალი ზნეობრივი ნორმებისა და კარგი რეპუტაციის შენარჩუნებას. პროფესიული პატიოსნება გულისხმობს კონსტიტუციის, სხვა წესებისა და განსაკუთრებით საერთაშორისო ასოციაციის მიერ დამტკიცებული ამ კოდექსის დაცვას.

ბ) ურთიერთობა კლიენტებსა და თანამშრომლებთან
1. ასოციაციის ყოველი წევრის ძირითადი მოვალეობაა - პატიოსანი ურთიერთობის შენარჩუნება ყოფილ ან ამჟამინდელ კლიენტებსა და თანამშრომლებთან.
2. ასოციაციის წევრი არ უნდა იცავდეს კონფლიქტის მონაწილე ან რომელიმე მეტოქე მხარის ინტერესებს ყველა მათგანის თანხმობის გარეშე.
3. ასოციაციის წევრი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ყოფილი ან ამჟამინდელი კლიენტის ან თანამშრომელის მიერ მისთვის განდობილი კონფიდენციალური ინფორმაცია.
4. ასოციაციის წევრმა არ უნდა გამოიყენოს მეთოდები, რომელიც დაამცირებს კლიენტს ან ასოციაციის სხვა წევრის დამქირავებელს.
5. კლიენტის ან დამქირავებლის წინაშე თავისი მოვალეობის შესრულების პერიოდში ასოციაციის წევრმა არ უნდა მიიღოს ჰონორარი, საკომისიო ან რაიმე სახის ფასეული ანაზღაურება სხვისთვის გაწეული სამსახურისთვის კლიენტის ან დამქირავებლის ისეთი თანხმობის გარეშე, რომელიც გაიცემა ყველა გარემოების გათვალისწინების შემდეგ.
6. ასოციაციის წევრმა არ უნდა შესთავაზოს პოტენციურ კლიენტს ან დამქირავებელს, რომ მისი ჰონორარი ან რაიმე სხვაგვარი ანაზღაურება დაკავშირებული იყოს გარკვეული შედეგების მიღწევასთან; მას არ აქვს უფლება დათანხმდეს ამგვარ გარიგებას.

გ) ურთიერთობა საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან
1. ასოციაციის წევრმა უნდა წარმართოს თავისი პროფესიული საქმიანობა საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და პიროვნების ღირსების სრული პატივისცემით.
2. ასოციაციის წევრი არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელსაც აქვს ტენდენცია ზიანი მიაყენოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეპუტაციას.
3. ასოციაციის წევრმა შეგნებულად არ უნდა გაავრცელოს ცრუ ან დამაბნეველი ინფორმაცია
4. ასოციაციის წევრმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა გაავრცელოს ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც ის მუშაობს.
5. ასოციაციის წევრმა არ უნდა ჩამოაყალიბოს რაიმე ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება დეკლარირებული მიზანი, მაგრამ რეალურად ემსახურება სხვა წევრის, თავისი კლიენტის ან დამქირავებლის ფარულ ან პირად ინტერესებს; მან არ უნდა მიიღოს სარგებელი ამგვარი ინტერესებიდან ან რომელიმე ამ ტიპის ორგანიზაციიდან.

დ) ურთიერთობა კოლეგებთან
1. ასოციაციის წევრმა შეგნებულად არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვა წევრის პროფესიულ რეპუტაციას ან საქმიანობას. მაგრამ თუ ასოციაციის წევრს აქვს დამამტკიცებელი საბუთი, რომ მისი კოლეგა დამნაშავეა არაეთიკურ საქციელში ან არაკანონიერ ან უპატიოსნო ქმედებასა და ამ კოდექსის დარღვევაში, ის ვალდებულია მიაწოდოს ეს ინფორმაცია ასოციაციის საბჭოს.
2. ასოციაციის წევრი არ უნდა შეეცადოს შეცვალოს კლიენტთან ან დამქირავებელთან უკვე მომუშავე სხვა წევრი.
3. ასოციაციის წევრი ვალდებულია ითანამშრომლოს სხვა წევრებთან ამ კოდექსის დაცვისა და მისი დებულებების განხორციელებისათვის.

-----------------------------------------------------------------------------------

ეს დოკუმენტი თარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის განყოფილების სტუდენტებმა:

ნონა ბაინდურაშვილი, ნათია გულიაშვილი, დიმიტრი კილასონია, ნათია კოკაია, მაია რატიშვილი, ეკა საყვარელიძე, ლელა სეთურიძე.

რედაქტორი: რ. სურგულაძე





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.