მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


ათენის კოდექსი
ათენის კოდექსი
  
საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის წევრებს ასევე მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის კოდექსი, რომელიც ცნობილია როგორც ათენის კოდექსი, რადგან იგი მიღებულ იქნა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე ათენში, 1965 წლის მაისში. 1968 წლის აპრილში, წესდებაში შეტანილი იქნა რიგი ცვლილებებისა. ათენის ეს კოდექსი ასევე მიღო და აღიარა საზოგადოებასთან ურთიერთობების ევროპულმა კონფედერაციამ 1965 წელს.

შესაბამისად, ასოციაციის ყოველი წევრი უნდა ესწრაფოდეს:
1. რომ ხელი შეუწყოს იმგვარი მორალური და კულტურული პირობების შექმნას, რომელიც ადამიანს სრული განვითარებისა და იმ ყველა უდავო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, რომელსაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
2. რომ, შექმნას კომუნიკაციის ისეთი საშუალებები და არხები, რომელიც ხელს შეუწყობს რა აუცილებელი ინფორმაციის თავისუფალ დინებას, საშუალება მისცემს საზოგადოების ყველა წევრს, რომელიც ცხოვრობს ამ საზოგადოებაში, იგრძნოს თავი ყოველმხრივ ინფორმირებულად და დარწმუნებული იყოს საკუთარ პასუხისმგებლობასა და მონაწილეობაში, გრძნობდეს თავის სოლიდარობას საზოგადოების სხვა წევრების მიმართ;
3. ყოველთვის ახსოვდეს, რომ მისი ქმედება, პირად ცხოვრებაშიც კი, მის პროფესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობის გამო, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ პროფესიას მთლიანობაში;
4. რომ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას, დაიცვას ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის მორალური პრინციპები და დებულებები;
5. რომ პატივისცემით მოეპყრას ადამიანებს, დაიცვას მათი ღირსება, მხარი დაუჭიროს თითოეული პიროვნების უფლებას გამოთქვას საკუთარი აზრი;
6. რომ ჭეშმარიტი დიალოგის გამართვისათვის ხელი შეუწყოს ზნეობრივი, ფსიქიკური და ინტელექტუალური პირობების დამკვიდრებას, ცნოს მასში მონაწილე თითოეული მხარის უფლება დაამტკიცოს თავისი საქმის სიმართლე და გამოხატოს საკუთარი აზრი.

იგი თავის მოვალეობად აღიარებს:
1. ყველგან, ნებისმიერ სიტუაციაში ყოველთვის მოიქცეს ისე, რომ დაიმსახუროს და შეინარჩუნოს მათი ნდობა, ვისთანაც კონტაქტს ამყარებს;
2. ნებისმიერ პირობებში იმოქმედოს ისე, რომ არ შელახოს არც რომელიმე დაინტერესებული მხარის და არც იმ ორგანიზაციის ინტერესი, რომელშიც მუშაობს, ასევე არც საზოგადოებრივი ინტერესი;
3. შეასრულოს თავისი მოვალეობები პატიოსნად, თავი აარიდოს ისეთი გამოთქმებისა და სიტყვების გამოყენებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აზრის გაურკვევლობა და ბუნდოვნება, აგრეთვე შეინარჩუნოს ლოიალური დამოკიდებულება, როგორც თავის კლიენტებთან, ასევე დამქირავებელთანაც, იქნება ეს ამჟამინდელი თუ ყოფილი.

ის ვალდებულია თავი აარიდოს:
1. ისეთ ვითარებას, როცა სიმართლის წარმოჩენა დამოკიდებული იქნება სხვა რაიმე მოთხოვნაზე;
2. შეუმოწმებელი და ფაქტებით დაუდასტურებული ინფორმაციის გავრცელებას;
3. ისეთ ღონისძიებაში ან წამოწყებაში მონაწილეობას, რომელიც არაეთიკურია ან უღირსი ანდა შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის ღირსებასა და პატიოსნებას.
4. ადამიანის ქვეცნობიერი მისწრაფებების გამომწვევი ისეთი უზნეო მეთოდებისა და ხერხების გამოყენებას, რომელსაც პიროვნება საკუთარი სურვილით ვერ აკონტროლებს და, შესაბამისად, პასუხს ვერ აგებს იმ ქმედებებზე, რომელიც ამ მისწრაფებებით ხორციელდება.

-----------------------------------------------------------------------------
ეს დოკუმენტი თარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის განყოფილების სტუდენტებმა:

ნონა ბაინდურაშვილი, ნათია გულიაშვილი, დიმიტრი კილასონია, ნათია კოკაია, მაია რატიშვილი, ეკა საყვარელიძე, ლელა სეთურიძე.

რედაქტორი: რ. სურგულაძე






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.