მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


საზოგადოებასთან ურთიერთობების ბრიტანული ინსტიტუტი
საზოგადოებასთან ურთიერთობების ბრიტანული ინსტიტუტი
  (ინგლისი)
საზოგადოებასთან ურთიერთობების ბრიტანული ინსტიტუტის პროფესიული ქცევის კოდექსი მიღებულ იქნა 1963 წლის დეკემბერში, გადაისინჯა და ცვლილებები შეიდა 1985 წელს და განახლებული საგანგებო რეზოლუციის სახით დამტკიცდა საზოგადოებასთან ურთიერთობების ბრიტანული ინსტიტუტის ყოველწლიურ სესიაზე 1986 წლის აპრილში.

1. პროფესიული ქცევის ნორმები.
წევრი ვალდებულია დაიცვას პროფესიული ქცევის ყველაზე მაღალი ნორმები პიარის სფეროში. მეტიც, ინსტიტუტის წევრი პირადად არის პასუხისგებელი ნებისმიერ ვითარებაში ეწეოდეს პატიოსან და ღია თანამშრომლობას როგორც არსებულ, ასევე ყოფილ კლიენტებთან, დამქირავებლებსა და თანამშრომლებთან, აგრეთვე კოლეგებთან - ინსტიტუტის წევრებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და, რაც მთავარია, საზოგადოებასთან.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
ინსტიტუტის წევრი არ უნდა იყოს გარეული არცერთ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მასობრივი იფორმაციის საშუალებების რეპუტაციას.

3. კლიენტის ინტერესები.
ინსტიტუტის წევრი სავალდებულოდ უნდა მიიჩნევდეს, რომ ადეკვატურად წარმოაჩინოს იმ ნებისმიერი ორგანიზაციის ინტერესები, რომელთანაც მას პროფესიული კავშირი ჰქონდეს.

4. საზოგადოებრივი თანამდებობის მქონე პირის ანაზღაურება.
ინსტიტუტის წევრმა საკუთარი (ან თავისი კლიენტის, დამქირავებლის) ინტერესების დასაცავად არ უნდა შესთავაზოს რომელიმე პიროვნებას, რომელსაც საზოგადოებრივი თანამდებობა უკავია, რაიმე ანაზღაურება, თუ ეს ქმედება არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს.

5. ინფორმაციის გავრცელება.
ინსტიტუტის წევრი ვალდებულად უნდა მიიჩნევდეს ნებისმიერ ვითარებაში პატივი სცეს სიმართლეს და შეგნებულად ან უგულისყურობის გამო არ გაავრცელოს ყალბი ან დამაბნეველი ინფორმაცია, ყოველნაირად ეცადოს თავიდან აიცილოს მსგავსი, თუნდაც უნებლიე, შემთხვევა.

6. კონფიდენციალური ინფორმაცია.
ინსტიტუტის წევრმა (გარდა შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევისა) პირადი ან ნებისმიერი სხვა მიზნით, არ უნდა გაამჟღავნოს ან გამოიყენოს ის ინფორმაცია, რომელიც მას კონფიდენციალურად ანდეს ან გაუზიარეს დამქირავებელმა ან კლიენტმა, როგორც არსებულმა ასევე ყოფილმა.

7. ინტერესთა დაპირისპირება.
ინსტიტუტის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის ინტერესებს, მაგრამ შეუძლია წარმოადგინოს კონკურენციაში მყოფ მხარეთა ინტერესები მხოლოდ მათი თანხმობით.

8. ფასეული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება.
ინსტიტუტის წევრმა, რომელსაც აქვს წილი რომელიმე ორგანიზაციის მოგებაში, არ უნდა გაუწიოს მას რეკომენდაცია და ან კლიენტის ან დამქირავებლის სახელით არ უნდა ისარგებლოს ამ ორგანიზაციის მომსახურებით თავისი წილის თაობაზე გაცხადების გარეშე.

9. ანაზღაურება მიღწეული შედეგების მიხედვით.
ინსტიტუტის წევრი არ უნდა მართავდეს მოლაპარაკებას ან არ უნდა უთანხმდბოდეს პოტენციურ კლიენტს ან დამქირავებელს ანაზღაურების ისეთი პირობების თაობაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება პიარსაქმიანობაში მიღწეული შედეგების მიხედვით.

10. საზოგადოებრივი თანამდებობის მქონე პირთა დაქირავება.
ინსტიტუტის წევრი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებელობას კონსულტანტის ან ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმ პირის დაქირავებაზე, რომელიც არის პარლამენტის ერთ-ერთი პალატის წევრი, ევროპის პარლამენტის წევრი ან პირი, რომელიც არჩეულია საზოგადოებრივ თანამდებობაზე, ვალდებულია ამის თაობაზე წარუდგინოს მონაცემები ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც აფიქსირებს მას სპეციალურად ამ მიზნისთვის არსებულ სარეგისტრაციო წიგნში, აგრეთვე განმარტოს ამ დაქირავების არსი და მიზანი. ინსტიტუტის წევრი, რომელიც თვით შედის რომელიმე ამ კატეგორიაში, პირადად არის პასუხისმგებელი მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია აღმასრულებელ დირექტორს. (სარეგისტრაციო წიგნი, რომელიც მითითებულია ამ მუხლში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის ინსტიტუტის შენობაში სამუშაო დღია მანძილზე).

11. ინსტიტუტის სხვა წევრებისათვის ზიანის მიყენება.
ინსტიტუტის წევრმა განზრახ არ უნდა შელახოს ინსტიტუტის სხვა წევრის პროფესიული რეპუტაცია.

12. პროფესიის რეპუტაცია.
ინსტიტუტის წევრი არ უნდა მოიქცეს ისე, რომ ზიანი მიაყენოს ინსტიტუტს ან თვით პიარის პროფესიას.

13. კოდექსის დაცვა.
ინსტიტუტის წევრი ვალდებულია დაიცვას ეს კოდექსი, და ითანამშრომლოს ინსტიტუტის სხვა წევრებთან ამ კოდექსის დებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. თუ ინსტიტუტის წევრს აქვს ეჭვი, რომ სხვა წევრი ჩართულია იმ ტიპის საქმიანობაში, რომელიც არღვევს კოდექსის მოთხოვნებს, მისი მოვალეობაა, უწინარეს ყოვლისა, ამის თაობაზე აცნობოს თვით ხსენებულ წევრს, ხოლო შემდგომ, თუ ეს ქმედება არ შეწყდება, მიაწოდოს ინფორმაცია ინსტიტუტს. ინსტიტუტის ყოველი წევრი მოვალეა ხელი შეუწყოს ინსტიტუტს ამ კოდექსის დებულებათა განხორციელებაში. ინსტიტუტი ვალდებულია მხარი დაუჭიროს ამაში თავის ნებისმიერ წევრს.

14. სხვა პროფესიები.
სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობისას, ინსტიტუტის წევრი ვალდებულია პატივი სცეს მათ პროფესიულ კოდექსებს და არ უნდა იყოს შემჩნეული ამ კოდექსების შეგნებულ დარღვევაში.

15. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.
ინსტიტუტის წევრს მოითხოვება ამ კოდექსის, მისი ყველა შესწორებისა და აგრეთვე ნებისმიერი იმ კოდექსის ცოდნა, არსის გაგება და დაცვა, რომელიც შეტანილი იქნება ამ კოდექსში. ასევე მისგან ელოდებიან, რომ მას ეცოდინება ყველა იმ ნებისმიერი სახელმძღვანელოს ან პრაქტიკული რჩევის შინაარსი და რეკომენდაცია, რომელსაც მოამზადებს ინსტიტუტი და თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერი იღონოს, რათა ხორცი შეასხას მათ სინამდვილეში ისე, როგორც ამას ეს სახელმძღვანელოები და პრაქტიკული რჩევები ითვალისწინებენ.

16. ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან ან პირებთან.
ინსტიტუტის წევრმა შეგნებულად არ უნდა დააძალოს ან არ უნდა მისცეს საშუალება სხვა პიროვნებას ან ორგანიზაციას ჩაიდინოს ისეთი ქმედებანი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან იყოს ამ სახის ქმედებათა თანამონაწილე.

------------------------------------------------------------------------------------

ეს დოკუმენტი თარგმნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინაციის განყოფილების სტუდენტებმა:

ნონა ბაინდურაშვილი, ნათია გულიაშვილი, დიმიტრი კილასონია, ნათია კოკაია, მაია რატიშვილი, ეკა საყვარელიძე, ლელა სეთურიძე.

რედაქტორი: რ. სურგულაძე






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.