მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
05.05.2006 - 16:16:09 მოსკოვმა თავისი იმიჯის გაუმჯობესება PR-ის სპეციალისტებს მიანდო

კრემლი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხების ღრმა ცოდნით, პირველად იღებს დახმარებას უცხოელი PR - კონსულტანტებისაგან, რაც აიხსნება ?დიდი რვიანის? (G8) თავმჯდომარეობის პერიოდში რუსეთის იმიჯის გაუმჯობესების სურვილით.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააფორმა მრავალმილიონიანი კონტრაქტი ამერიკულ კომპანია Ketchum - თან, რომელიც შეიმუშევებს რეკომენდაციებს დასავლურ მასმედიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. კონტრაქტით გათვალისწინებულ 12 თვიან პერიოდს დაემთხვევა ივლისში დაგეგმილი G8 - ის სამიტი სანკტ - პეტერბურგში.

კრემლი შეემატა Ketchum - ის კლინტთა სიას, რომელშიც შედიან IBM, Kodak, FedEx და დავოსის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. სამუშაოს შესრულებას კოორდინაციას გაუწევენ Ketchum - ის ვაშინგტონის ოფისი და ბრუსელში დარეგისტრირებული კომპანია GPlus Europe, რომელიც დაარსებულია ევროკომისიის ორი ყოფილი პრესმდივნის ? პიტერ გილფორდისა და ნაიჯელ გარდნერის მიერ. მათ დაუსახეს სრულიად უპრეცედენტო მიზანი: G8- ში რუსეთის როლის აღიარების უზრუნველყოფა პუტინის მმართველობის პერიოდში დემოკრატიის დამარცხებისა და ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების ფაქტების ფონზე. G8- ში რუსეთის თავმჯდომარეობაზე უარყოფითად აისახა კონფლიქტი უკრაინასა და ?გაზპრომს? შორის ბუნებრივი აირის საფასურზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. სენატორმა ჯონ მაკკეინმა მკაცრად გააკრიტიკა პუტინი ავტორიტარული ტენდენციების გამო და ჯორჯ ბუშს პეტერბურგის სამიტის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა. პუტინის პრესმდივნის მოადგილის დიმიტრი პესკოვის განმარტებით კი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი კრემლის არაერთი მაღალჩინოსნის Ketchum - თან თანამშრომლობის აუცილებლობაში დასარწმუნებლად.

ინფორმაციის წყარო: ?Financial Times?, ავტორი: ნილ ბაკლი
მოამზადა: გიორგი სელიმაშვილი, კორესპონდენტი, PRGUIDE.GE





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.