მთავარი :: ჩვენს შესახებ :: პარტნიორები :: კონტაქტი |
დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან. |
08.05.2006 - 14:01:21
პიარ კვირეული ლონდონში. თემა: ?საზოგადოებრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. დღევანდელი რეალობები და ხვალინდელი შესაძლებლობები?
ლონდონში, პირველად ტარდება საერთაშორისო სპეციალიზირებული შეხვედრა, რომელიშიც მონაწილეობას მიიღებენ დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისა და ევროპის პიარ საზოგადოების ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ პიარ პროფესიულ ასოციაციებს, საკომუნიკაციო სააგენტოების მაღალი რანგის მენეჯერებს და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებების ხელმძღვანელებს. ისინი განიხილავენ ბაზრების განვითარების პირობებს და თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. საერთაშორისო კვირეულის ჩატარების იდეა დაიბადა იმ სურვილით რომ გაფართოვდეს უკვე არსებული ტრადიციული კონტაქტები, მოხდეს იმ პროფესიონალების, პიარ სპეციალისტების და მსხვილი კომერციული კომპანიების წარმადგენლების გაცნობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიარ მომსახურებების განვითარებისთ მზარდ, და სწრაფად განვითარებად ქვეყნებში. ღონისძიება London PR Week ჩატარდება 2006 წლის 18-24 ივნისს, ლონდონის ბიზნეს ცენტრში ? Cafe Royal?. პიარ კვირეული ლონდონში შედგება შემდეგი ღონისძიებებისაგან: საერთაშორისო კონფერენცია London PR Week ?პიარი სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. დღევანდელი რეალობები და ხვალინდელი შესაძლებლობები?; სემინარები და მასტერ კლასები; მრგვალი მაგიდები და დისკუსიები პიარ აქტუალურ თემებზე; პროფესიული კავშირების დამყარების მიზნით ორგანიზებული შეხვედრები; მიღებები, VIP ღონისძიებები და შემაჯამებელი პრესკონფერენცია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად London PR Week ? ის შესახებ ეწვიეთ კვირეულის ინტერნეტ გვერდს: www.londonprweek.com ინფორმაციის წყარო: http://www.raso.ru |
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?
ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება |
|