მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
24.01.2012 - 19:46:58 ონლაინ კურსები

სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია "პერიტუს გრუპი" გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამებს: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტი

სასწავლო პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო ასოციაციების მასალებს და ბარსელონას საერთაშორისო სკოლების მიერ შემუშავებულ კურსს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს დროისა და მატერიალური რესურსის დაზოგვის ხარჯზე განავითარონ პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.ონლაინ კურსს უძღვებიან საერთაშორისო დონის პრაქტიკოსი ტრენერები.

დეტალებისთვის იხილეთ ბმული:http://youthnet.ge/index.php?m=prime&newsid=137







20.06.2011 - 21:07:49 ახალი ქართულენოვანი წიგნი საზოგადოებასთა&#
4316; ურთიერთობებში



პირველად საქართველოში, გამომცემლობა დიოგენე მომხმარებელს სთავაზობს ქართულ ენაზე გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოს საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა, ავტორები: დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი

2011 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე დიოგენე იწყებს ხელმოწერის კამპანიას, რის შედეგადაც ყველა მსურველი სახელმძღვანელოს გარანტირებულად მიიღებს 2011 წლის სექტემბრამდე 35 ლარად, ნაცვლად, მისის საბაზრო ღირებულებისა, რომელიც იქნება 59 ლარი.

ხელმოწერის გასაფორმებლად მიმართეთ წიგნის მაღაზია დიოგენეს, მისამართზე.: ა. აფაქიძის 9, სპორტის სასახლის გვერდით, მორკინალის მხრიდან სამუშაო საათები: ყოველ დღე 10:00-20:00, პარ.: 10:00-23:00. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დიოგენეს, ტელ.: 221 33 21; ელ-ფოსტა: pr@diogene.ge


20.04.2011 - 15:56:43 სტუდენტური კონკურსი PR ოფესია

ეფექტური სტრატეგული კომუნიკაციების კომპანია "პერიტუს გრუპი" გთავაზობთ სტუდენტურ პროექტს "PR ოფესია". კონკურსის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში.

დღესდღეობით საქართველოში საკმაოდ აქტუალურიაქალაქის ბრენდინგის თემა. აქედან გამომდინარე, სტუდენტებისთვისაც რომ საინტერესო ყოფილიყო აღნიშნულ პროექტში ჩართვა და მასზე მუშაობა, საკონკურსო თემად შეირჩა "სითი ბრენდინგი".

კონკურსის დეტალებს გაეცანით პერიტუს გრუპის ბლოგზე: http://peritusgroup.wordpress.com/


08.07.2010 - 16:02:24 სოციალური მედია სკოლებში
2010 წლის მაისში, ამერიკული ორგანიზაცია PH International საქართველო, დაიწყო ახალიპროგრამის განხორცილება, რომლის მიზანია საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეთა შორის სოციალური მედიის საშუალებების გამოყენების უნარჩვევათა განვითარება მათი სამოქალაქო აქტიობის გაზრდაგაუმჯობესების მიზნით. ამ ახალ კომპონენტს ეწოდა სოციალური მედია სკოლებში პროგრამა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პროგრამის შესახებ,ეწვიეთ პროგრამის ბლოგს: http://socialmediaatschool.wordpress.com.

20.09.2009 - 04:02:48 PR Hypermarket - ახალი ქართული ბლოგი პიარში

2009 წლის სექტემბერს, ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ახალი ბლოგი, სახელწოდებით PR Hypermarket http://prhypermarket.blogspot.com. ეს ბლოგი ეძღვნება ყველას ვინც დაინტერესებულია სტრატეგიული კომუნიკაციებით, პიარ პრაქტიკითა და თეორიით, მარკეტინგული და ინტერაქტიული კომუნიკაციებით, ახალი მედიითა და სოციალური ქსელებით. ეს ბლოგი ამ ყველაფერს ერთ ჭერქვეშ აერთიანებს. ბლოგებზე რამოდენიმე ავტორია დარეგისტრირებული, რომლებიც პერიოდულად დადებენ ინფორმაციებს, სტატიებს და მოსაზრებებს ყველა იმ საკითხებზე, რომელიც დააინტერესებს ყველას, ვინც ზოგადად დაინტერესებულია პიარ პრაქტიკითა და თეორიით. გარდა ამ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციისა, ყველას აქვს შესაძლებლობა დატოვონ გამოხმაურებები და ამით აქტიურად მიიღონ მონაწილოება უკუკავშირის პროცესში. ბლოგერების აზრით, ახალი მედიის განვითარების კვალდაკვალ, ეს ბლოგი საკუთარ წვლილს შეიტანს პიარ პრაქტიკის განვითარების საქმეში.


14.09.2009 - 15:56:18 სასერთიფიკატო კურსი ინტერნეტ ჟურნალისტიკაში

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის მედია სკოლა გთავაზობთ სასერთიფიკატო კურსს ინტერნეტ ჟურნალისტიკაში. სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ვებ საიტების ელემენტების ანალიზი, უდიო და ვიდეო მონტაჟი ადვილად მისაწვდომი და უფასო კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, ინტერნეტის შესაძლებლობების (სოციალური ქსელები, ფორუმები, ელექტრონული ფოსტა დ ა.შ.) გამოყენება მასალის გავრცელებისა და მასალაზე გამოხმაურების მისაღებად და სხვა. კურს ნატა ამაღლობელი გაუძღვება. საბუთები უნდა წარმოადგინოთ კავკასიის მედიის სკოლაში 2009 წლის 23 სექტემბერამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. 77

04.09.2009 - 20:26:17 სასერთიფიკატო კურსი გაზეთის მენეჯმენტში (კავკასიის მედია სკოლა)

კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში: პრესის კონცეფციები, მართვა და გადაწყვეტილების მიღება, სტრატეგიული დაგეგმვა, ლიდერი და სამუშაო ძალა, მოტივაცია, ბაზრის შესწავლა, მარკეტინგი და კვლევა, ბიზნესგეგმა, გაზეთის შინაარსი, მედიაორგანიზაციის სტრუქტურა, შრომის ორგანიზება, შრომითი რესურსები და კომუნიკაცია. კურსს გაუძღვება ზვიად ქორიძე.

04.09.2009 - 20:20:57 სასერთიფიკატო კურსი პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა (კავკასიის მედია სკოლა)

სასერტიფიკატო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის განმავლობაში სტუდენტი მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შემდეგ საკითხებში:

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის დაგეგმვა
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მიზნების და ამოცანების იდენტიფიცირება
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და განხორციელება (სამოქმედო გეგმა)
4. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის რეალიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის მონიტორინგი და შეფასება.

კურსს გაუძღვება ელდარ პირმისაშვილი.

21.08.2009 - 19:29:10 მცირე საგრანტო კონკურსი ახალ მედიაში

ტრანზიშნს ონლაინი აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაში მომუშავე ადამიანებისათვის. ახალი მედიის, ბლოგინგის, სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში ტრანზიშნს ონლაინი გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინზგე, პოდკასტებსა და სხვა ვებ აქტივობებზე ახალ მედიაში. პროექტის განაცხადის საფუძველზე ჩვენ დაახლოებით 2-3 პროექტს დავაფინანსებთ, რომელიც მინიმუმ სამი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი) უნდა შედგებოდეს, და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები და ბიუჯეტი. ტრანზიშნს ონლაინი პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს. გრანტის რაოდენობა არის მცირე. პროექტი უნდა გაუგზავნოთ თრანზიშნ ონლინის მენეჯერს კავკასიაში ემინ ჰუსეინზადეს ელექტრონული ფოსტაზე: huseynzadee@tol.org განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი, 2009.



გვერდები: [1] 2 3 ... 9 10 11





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.