მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


სიახლენი
10.10.2006 - 19:11:27 YOUTHNET.GE-ს პრეზენტაცია
29 სექტემბერს, სასტუმრო "ვარაზმა" უმასპინძლა ახალგაზრდული ინტერნეტ პორტალის პრეზენტაციას. პრეზენტაციას დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. პროექტის დირექტორმა - ელდარ პირმისაშვილმა დაწვრილებით ისაუბრა პორტალის მნიშვნელობისა და პერსპექტივების შესახებ. დაგეგმილია ასევე პორტალის პრეზენტაციების ჩატარება მიზნობრივი აუდიტორიებისათვის, კერძოდ, უნივერსიტეტებისათვის, ახალგაზრდულ პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და სხვა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:?www.youthnet.ge ?

10.10.2006 - 19:09:51 პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია ? საქართველოს წევრები რუმინეთს სტუმრობენ

რუმინეთის დედაქალაქმა უმასპინძლა ?საზოგადოებასთან ურთიერთობების და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაციის? (PRIME) კონგრესს, რომელიც მიმდინარეობდა 31 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით. ბუქარესტში თავი მოიყარეს PRIME-ის წევრებმა ევროპის სხვადასხვა? ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და პირველად ორგანიზაციის ისტორიაში, საქართველოდან. კონგრესის თემა იყო ?ბრენდინგი და რებრენდინგი?. პროგრამაში გათვალისწინებული იყო ბევრი საინტერესო ღონისძიება: კონფერენციები, სემინარები, პრაქტიკული სავარჯიშოები, დისკუსიები და ა.შ. კონგრესის მონაწილეებმა დაათვალიერეს რუმინეთის ღირსშესანიშნაობები. შედგა საქართველოს, როგორც PRIME-ის ახალი წევრი ქვეყნის, პრეზენტაცია. კონგრესის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.


03.10.2006 - 20:05:59 ?PSP ? ჯგუფმა? მოსკოვის პროსპექტზე დასასვენებელი პარკი განაახლა

26 სექტემბერს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და ?PSP? ჯგუფის? ერთობლივი პროექტი განხორციელდა. სამგორის რაიონში დასასვენებელი პარკი განახლდა. დაიდგა ატრაქციონები, სკამები და? საყვავილეები. საფუძვლიანად დამუშავდა პარკის ტერიტორია? და დაითესა კოინდარის ჯიშის ბალახი. გადაიბელა ის ხეებიც, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. პარკის გახსნის დღეს? ბავშვებმა ,, PSP ჯგუფისგან საჩუქრად მიიღეს სპორტული ინვენტარი და მონაწილეობა მიიღეს კონკურსში ასფალტზე ხატვაში, რომლის დევიზი იყო: ,,ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქალაქი.


19.09.2006 - 18:51:31 PSP - ს საზაფხულო ფესტივალი - "საჩუქარი ბავშვებს"

PSP - ს საზაფხულო ფესტივალი - ?საჩუქარი ბავშვებს? წელს პირველად განხორციელდა. ფესტივალმა ბათუმში 12 აგვისტოს აიღო სტარტი. 14 აგვისტოს, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიება, ქობულეთში ჩატარდა;? 15 აგვისტოს კი - გონიოში საზეიმოდ დასრულდა. ეს ფესტივალი იმით გამოირჩეოდა, რომ მასში, ბათუმის ბავშვთა შემოქმედებითი სტუდია ,,ლიმპოპოს?? წევრების გარდა, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებიც მონაწილეობდნენ. მათ საშუალება მიეცათ, წარმოეჩინათ თავიანთი ნიჭი და საზოგადოების? სრულუფლებიან წევრებად ეგრძნოთ თავი. Aამ ბავშვების შესრულებით აჟღერდა, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი საბავშვო სიმღერა. PSP ჯგუფი აჭარის მიუსაფარ ბავშვებს მთელი წელი მედიკამენტებით მოამარაგებს, რადგან კომპანიის მესვეურებს კარგად აქვთ გააზრებული სოციალური პასუხისმგებლობის არსი და მნიშვნელობა. ეს ფესტივალი თითოეული ბავშვის საჩუქარია PSP ჯგუფისაგან. საქველმოქმედო აქცია კი ტრადიციულად ყოველ წელს ჩატარდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.


19.09.2006 - 18:50:26 სამშენებლო კომპანია ?მოდულის? და პიარ სააგენტო ?პროფილის? ერთობლივი აქცია აჭარაში

2006 წლის აგვისტოს, სამშენებლო კომპანია ?მოდულმა? აჭარაში ჩაატარა საქველმოქმედო აქცია, უფასო ?გასეირნება გემით?. გემი, ორი კვირის მანძილზე, 8-ჯერ გავიდა ღია ზღვაში; აქციის ორგანიზატორები ბათუმის ცენტრალურ პლიაჟზე სთავაზობდნენ გასეირნებას დამსვენებლებს, რომლებსაც პარალელურად ურიგდებოდათ ,,მოდულის?? სარეკლამო ფლაერები. სამშენებლო კომპანია `მოდულმა~ ამ აქციაზე აჭარის მიუსაფარი ბავშვებიც მოიწვია და დაუვიწყარი დღეები აჩუქა. 2006 წლის აგვისტოს, სამშენებლო კომპანია ,,მოდულმა?? აჭარაში ჩაატარა მეორე აქცია სახელწოდებით ?მოდულის ფოსტალიონები?. სპეც-ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონები, დამსვენებლებს სთავაზობდნენ სპეციალურად ზღვის სეზონისთვის განკუთვნილ, ორიგინალურ ფლაერებს, სადაც სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, ,,მოდულის??? საზაფხულო რჩევებიც იყო დაბეჭდილი. აქცია განხორციელდა ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში. სამშენებლო კომპანია ,,მოდულის?? ორივე აქციის პროექტი მომზადდა და განხორციელდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის?? მიერ.?


26.07.2006 - 17:22:05 ,,ნაყინების თაიგული ბავშვებს?? ოთხი წლისაა

კომპანია ,,გურჯაანის ნაყინმა?? და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილმა??, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საფუძველი ჩაუყარეს ყოველწლიურ საქველმოქმედო პროექტს სახელწოდებით ,,ნაყინების თაიგული ბავშვებს??. ეს პროექტი რამდენიმე აქციისაგან შედგება და სპეციალურად მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის შეიქმნა. დაიწერა სიმღერაც, რომელიც ყველა ღონისძიებაზე სრულდება და პროექტის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. 2006 წლის, 31 მაისს, რიგით მეოთხედ,? სადღესასწაულო ცენტრ ,,ბაო-ბაბში?? გაიმართა პროექტით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება, რომელიც აგვისტოს თვეში ბათუმში გაგრძელდება და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისათვის ნაყინებისა და სხვა სახის საჩუქრების გაგზავნით დასრულდება.


24.07.2006 - 13:58:22 საზაფხულო სასწავლო პროგრამები პიარ მენეჯმენტში და ეფექტურ კომუნიკაციებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საზაფხულო სასწავლო პროგრამას ცხვარიჭამიის ბანაკებში. პროგრამა ითვალისწინებს სამდღიან ინტენსიურ ტრეინინგებს შემდეგი ორი მიმართულებებით: ?პიარ მენეჯმენტი? და ?ეფექტური კომუნიკაცია და წარმატებული მოლაპარაკებები?. ორივე პროგრამა ფასიანია და ითვალიწინებს მგზავრობას თბილისდან ? თბილისამდე, ღამისთევას, 3-ჯერად კვებას და სასემინარო მასალებით უზრუნველყოფას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2006 წლის 25 ივლისამდე. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვეით იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო პროგრამების ვებ.გვერდს: http://www.tcj.ge/?option=new&suboption=news#N29?


21.07.2006 - 17:48:45 მოიარე მსოფლიო, მოუარე სამშობლოს!

2006 წლის 10 ივნისს, ტურისტულმა კომპანიამ N ?ტურმა გამართა სოციალური აქცია სახელწოდებით ,,მოიარე მსოფლიო, მოუარე სამშობლოს??! აქციაში მონაწილეობა მიიღო მედიისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა ორმა რაზმმა, რომლებიც ერთმანეთს ბებრისციხის დალაშქვრაში შეეჯიბრნენ. აქციის მიზანი იყო, ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და მათი ნანგრევებად ქცევის დაუშვებლობის დემონსტრირება. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრმა საჩუქრად მიიღო N-ტურის ფასდაკლების ბარათი. აქციის ბოლოს მოეწყო პიკნიკი და მოხდა ოქროს მედალოსანი კომპანია ,,ქინძმარაულის?? ღვინოების დაგემოვნება.?? აქციის იდეის ავტორია გიორგი სელიმაშვილი ხოლო პროექტი შემუშავდა და განხორციელდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის?? ინიციატივით.


14.07.2006 - 18:11:45 საქართველოს 2006 წლის ?პიარ დღეებზე? ვრცელ ინფორმაციას ანთავსებს რუსეთის პროფესიული პიარ პროფესიული პორტალი SOVETNIK.RU

2006 წლის 11?14 ივლისს, რუსეთის პროფესიულმა პიარ პროფესიულმა პორტალმა SOVETNIK.RU, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანია პროფესიული პორტალია არამარტო რუსეთში, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მიუძღვნა ინფორმაცია საქართველოში პირველად ორგნიზებულ ?პიარ დღეებს? და მის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებას. ინფორამცია ?პიარ დღეების? შესახებ იხილეთ: http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=17397?? ხოლო ინფორმაცია პირველი ქართული პიარ სტუდენტური კონკურსის შესახებ იხილეთ: http://www.sovetnik.ru/prnews/world/more/?id=17453



გვერდები: 1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10





ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.